მიხაილო ფედოროვი: ვულოცავ გენერალ-მაიორ დრაპატის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნას! ეს არის ახალი სუნთქვა და ახალი იმედი თავისუფალი ადამიანების ბრძოლაში…

“ვულოცავ გენერალ-მაიორ დრაპატის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნას!
ეს არის ახალი სუნთქვა და ახალი იმედი თავისუფალი ადამიანების ბრძოლაში თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ცვლილებების ხმა, რომლის არგაგონებაც შეუძლებელი იყო.
ახლა უკრაინელთა მაღალი მოლოდინები უნდა გამართლდეს დამოუკიდებლობის ომის დასრულების მკაფიო ხედვით, ძლიერი გუნდითა და გადამწყვეტი ქმედებებით, რომლებიც მიმართული იქნება ჩვენი მეომრების სიცოცხლის შენარჩუნებისკენ, ფრონტის რობოტიზაციისკენ, ასიმეტრიული დარტყმების მიყენებისა და რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვისკენ.
დავურეკე გენერალ ოლექსანდრ სირსკის და მადლობა გადავუხადე კიევის ოლქის დაცვისთვის, ხარკოვის ოპერაციისა და სხვა ისტორიული ბრძოლებისთვის.
ეს უკვე უკრაინის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო სწრაფად წინსვლა და ახალი თავების დაწერა ყველა წინა შეცდომის გამოსწორებით. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული!“ – წერს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი.
🔻 უკრაინის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოლექსანდრ სირსკი მთავარსარდლის პოზიციიდან გადააყენა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა. მიხაილო ფედოროვს კი მნიშვნელოვანი თანამდებობა შესთავაზა.
🔴 მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სირსკისთან კონფლიქტის გამო გადააყენა უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო, მოქალაქეები სირსკის გადაყენებას და ფედოროვის დაბრუნებას მოითხოვდნენ. პროტესტის პარალელურად ზელენსკიმ თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო, რასაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მოყვა.