თბილისის საპატიო მოქალაქე, ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტორი ბაკურ კიღურაძე:
შესანიშნავად ვიცნობ მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთ გამოჩენილ დიდ არქიტექტორს ბატონ მასსიმელიანო ფუკსასს და მის მეუღლეს, ვიცნობ მის დიად შემოქმედებას და ღრმად მწამს რომ, ყოველი მისი ნახელავი მსოფლიო საგანძური და შედევრია, “რიყის დოქები” ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ქმნილებაა მის შემოქმედებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად არსებობს სხვა გზა ნაცლად ნგრევისა, მაგალითად ავტორთან შეთანხმებით მისი ახლებურად გააზრება, ახალი განვითარება, სხვაგან გადატანა, და ა.შ. ყოვლად დაუშვებელად მიმაჩნია მათი ნგრევა-განადგურება, რაც ისტორიულ ჭრილში, მნიშვნელოვან ზიანს მოგვაყენებს უპირველესად იმიტომ, რომ ვერ შევძელით შეგვეფასებინა და გაგვეთავისებინა არქიტექტურის ეს შესანიშნავი ქმნილებანი, ვერ შევძელით მათი დატვირთვა და ხალხის სამსახურში ჩართვა. მეორეს მხრივ შედევრთა მნგრეველთ ვეღარავინ გამოგვყვება ფერხულში, ვეღარ შევძლებთ ქალაქის დასამშვენებლად დიდ არქიტექტორთა მოწვევას. არქიტექტორთათვის ისევე როგორც ყოველი ხელოვანისთვის მისი შემოქმედების ნაყოფი – “შვილია” და ვერავინ გარისკავს ჩვენს სივრცეში “შვილის” მობარებას! უმორჩილესად ვთხოვ ამ ძეგლის დღევანდელ მფლობელთ, ქალაქის მესვეურთ მოძებნონ განვითარების სხვა გზა, სხვა გეზი და ნუ ჩაიდენენ ერთობ საჩოთირო ნგრევას, ჩემის მხრივ მზად ვარ უანგაროდ თუ კი რამ შემიძლია მათ გვერდზე დავდგე და ერთად ავიცილოთ ეს ვანდალური აქტი.




