კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

”ეს ფოტო გადაღებულია ქუთაისში, გაბაშვილის გორაზე, ამა წლის 22 მაისს. სურათზე ჩემს გარდა მოჩანან მწერალი გიზო თავაძე, თემურ ამყოლაძე და მოქანდაკე გიორგი კიკვაძე. იქ ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიის სხდომაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე, რომელიც ოდნავ წინ იდგება. ზომაც სხვა ექნება.

აქვე გარკვევით ითქვა, რომ კიკვიძის ძეგლი ყველა წესის დაცვით გადატანილი იქნება მუზეუმში, როგორც არტეფაქტი. ვიღაცეების გასაგონად კიდევ ერთხელ: არავითარი ბუშის, გენშერის ან ჰავიერ სოლანას ძეგლის დადგმას აქ არავინ არ აპირებს და პროვოკაციულ განცხადებებს შეეშვან!”

– წერს საქარათველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუკგვერდზე.