ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვერ იპოვეს ჩემი ვერცერთი ფოტო სხვა მამაკაცთან ერთად და ჩემი ძმის ფოტო გამოიყენეს, რათა ეთქვათ, თითქოს ვიღაც რეპერს ვხვდებოდი" - ილია თოფურიას ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ

"ვერ იპოვეს ჩემი ვერცერთი ფოტო სხვა მამაკაცთან ერთად და ჩემი ძმის ფოტო გამოიყენეს, რათა ეთქვათ, თითქოს ვიღაც რეპერს ვხვდებოდი" - ილია თოფურიას ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ

2026 წელი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის­თვის, ილია თო­ფუ­რი­ას­თვის და მისი მე­უღ­ლის­თვის - ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი­სა და მო­დე­ლის, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. წყვი­ლი, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც სა­ზო­გა­დო­ე­ბას იდე­ა­ლუ­რად მი­აჩ­ნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­და.

მა­შინ ცნო­ბილ­მა მებ­რძოლ­მა მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით გან­მარ­ტა, რომ მათ პრო­ფე­სი­უ­ლი გზე­ბი გა­იყ­ვეს, რად­გან ჯორ­ჯი­ნას დიდი კა­რი­ე­რუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ჰქონ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის, Future & Energy-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია (CEO). თუმ­ცა, თა­ვად ჯორ­ჯი­ნა ამ დრომ­დე სრულ დუ­მილს ინარ­ჩუ­ნებ­და.

თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მე­დია სკან­და­ლის, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჭო­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ატე­ხი­ლი აურ­ზა­უ­რის შემ­დეგ, მან პირ­ვე­ლი ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ეს­პა­ნეთ­ში, ჟურ­ნა­ლისტ ნურ ბენ იე­სე­ფის პოდ­კას­ტში ('Acento Noor') მის­ცა. ჯორ­ჯი­ნამ ღიად ისა­უბ­რა და­შო­რე­ბის რე­ა­ლურ მი­ზე­ზებ­ზე, პი­რად ტკი­ვილ­ზე, მე­დი­ის მხრი­დან ატე­ხილ ციფ­რულ დევ­ნა­სა და იმა­ზე, თუ რო­გორ ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის იდენ­ტო­ბა მხო­ლოდ მისი ყო­ფი­ლი ქმრის სა­ხე­ლით შე­მო­ფარ­გლოს.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯორ­ჯი­ნამ პირ­და­პირ და გუ­ლახ­დი­ლად უპა­სუ­ხა კი­თხვებს ილია თო­ფუ­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მან აღი­ა­რა, რომ და­შო­რე­ბა მის­თვის უკი­დუ­რე­სად მტკივ­ნე­უ­ლი და გულ­სატ­კე­ნი პრო­ცე­სი იყო, თუმ­ცა -აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

"ზოგ­ჯერ შეც­დო­მით გვგო­ნია, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და გვერ­დით დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს. მაგ­რამ ხან­და­ხან ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და, ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლა­ზე მო­სიყ­ვა­რუ­ლე ნა­ბი­ჯი სწო­რედ უკან და­ხე­ვაა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, პი­რის­პირ შეხ­ვდეს სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გებს.

სიყ­ვა­რულ­ში სა­უ­კე­თე­სო, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ, არის ლოც­ვა, რათა ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ტრანსფორ­მირ­დნენ იმათ, ვინც ღმერ­თს სურს, რომ იყ­ვნენ. ეს გეგ­მე­ბი იმა­ზე უკე­თე­სია, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­უ­კე­თე­სო ხსნა ყო­ველ­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რია. ძა­ლი­ან მძი­მეა - ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით, რომ მათ, ვინც გვიყ­ვარს, ტკი­ვი­ლი ავა­რი­დოთ, მაგ­რამ ჩვენ მხო­ლოდ გვერ­დი­დან, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით თა­ნაგ­რძნო­ბა შეგ­ვიძ­ლია“, -აღი­ა­რა ბიზ­ნეს­ლე­დიმ.

ციფ­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და ბრძო­ლა შე­ლა­ხუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის

რო­გორც კი ცნო­ბილ სპორ­ტსმენ­თან და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი სა­ჯა­რო გახ­და, ჯორ­ჯი­ნა ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა პირ­და­პი­რი სა­მიზ­ნე გახ­და. მან პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა იმ ციფ­რულ ძა­ლა­დო­ბა­ზე (კი­ბერ­ბუ­ლინგზე), რო­მელ­მაც თა­ვი­დან სრულ შოკ­ში ჩა­აგ­დო.

"არას­დროს მიყ­ვარ­და ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მა, ცხოვ­რე­ბამ უბ­რა­ლოდ ჩა­მა­ყე­ნა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ანო­ნი­მუ­რი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი,“ - ამ­ბობს ჯორ­ჯი­ნა.

მისი თქმით, ტაბ­ლო­ი­დე­ბი რე­ი­ტინ­გის­თვის აბ­სურ­დულ ჭო­რებს ავ­რცე­ლებ­დნენ: "ვერ იპო­ვეს ვერ­ცერ­თი ფოტო, სა­დაც სხვა მა­მა­კაც­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, ამი­ტომ ჩემი და ჩემი ძმის სა­ერ­თო ფოტო გა­მო­ი­ყე­ნეს, რათა ეთ­ქვათ, თით­ქოს რო­მე­ლი­ღაც რე­პერს ვხვდე­ბო­დი".

ბიზ­ნეს­ლე­დი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი ღირ­სე­ბი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბამ ატ­კი­ნა გული, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უფრთხილ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ამ მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბამ მას ერ­თგვა­რი იმუ­ნი­ტე­ტი, გა­მო­უ­მუ­შა­ვა და კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა: "ვის­წავ­ლე, რომ არც აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი უნდა აგი­ვარ­დეს თავ­ში და არც კრი­ტი­კამ უნდა გა­გი­ტე­ხოს გული. სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის ზე­და­პირ­ზე ამო­დის.“

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.