სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს. “იმედი მაქვს, განვიხილავთ და მივიღებთ გრემ-ბლუმენტალის კანონპროექტს, რათა პუტინს რეალური საფასურის გადახდა ვაიძულოთ. ეს იყო მისი სიხარულის წყარო სიცოცხლის ბოლო დღეებში. ის ძალიან აღფრთოვანებული იყო, როდესაც კიევში ჩასვლაზე, ზელენსკისათვის კარგი ამბების შეტყობინებაზე, ამ კვირაში აქ დაბრუნებასა და ამ კანონპროექტის მიღებაზე ვსაუბრობდით. მანამდე სენატორი მაკკეინი და შემდეგ სენატორი გრემი ხშირად ამბობდნენ, რომ პუტინი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც ჩვენ გავაჩერებთ.
ამის მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა. იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასე ბევრი და ასე დიდხანს იშრომა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის, ვფიქრობ, ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად გავაკეთოთ, არის ის, რომ ამ სენატში განვიხილოთ და მივიღოთ ის კანონმდებლობა, რომლისთვისაც ის ასე დიდხანს მუშაობდა და იბრძოდა”-განაცხადა კუნსმა