ბენიამინ ნეთანიაჰუ ლინდსი გრემზე – ისრაელმა დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი, ამერიკამ – დიდი პატრიოტი, მე – საყვარელი მეგობარი

ლინდსიმ იცოდა, რომ ისრაელისა და ამერიკის უსაფრთხოება განუყოფელია. მან თავისი ცხოვრება ამერიკის დაცვას, ჩვენი ალიანსის გაძლიერებას და თავისუფალი სამყაროს დაცვას მიუძღვნა, – ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალებას.

„მე და სარა ამერიკელ ხალხთან ერთად ვგლოვობთ ჩვენი ძვირფასი მეგობრის, სენატორ ლინდსი გრემის დაკარგვას. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ვთქვი: „ლინდსი ისრაელის დიდი მეგობარი და ჩემი საყვარელი მეგობარია. ჩვენ არ გვყავს ლინდსიზე უკეთესი მეგობარი“. ლინდსიმ იცოდა, რომ ისრაელისა და ამერიკის უსაფრთხოება განუყოფელია. მან თავისი ცხოვრება ამერიკის დაცვას, ჩვენი ალიანსის გაძლიერებას და თავისუფალი სამყაროს დაცვას მიუძღვნა. ისრაელმა დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი. ამერიკამ დაკარგა დიდი პატრიოტი. მე დავკარგე საყვარელი მეგობარი”, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. სენატორის ოფისის ინფორმაციით, „მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს