არქივი17 ივლისი, 2026, 11:44
გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ აშშ-ის სენატში საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა

გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ აშშ-ის სენატში საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა - ინფორმაციას Axios ავრცელებს და წერს, რომ დოკუმენტს უკვე 61 თანაავტორი ჰყავს, რაც სრულიად საკმარისია მისი შემდგომი წინ წაწევისთვის.
თუ სენატი დოკუმენტს დაამტკიცებს, ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, საბოლოოდ კი მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
Axios-ის ცნობით, ამჟამად კანონპროექტის მთავარი გამოწვევა არა ხმების ნაკლებობა, არამედ მისი განხილვის ვადებია. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიტანენ დოკუმენტს სენატში კენჭისყრაზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.