“მიტროპოლიტი ანტონი საკურთხევლიდან გამოვიდა და დიდი აგრესიით დაიწყო ყვირილი. სიტყვასიტყვით თქვა: „აქ საბავშვო ბაღი კი არ არის! წირვა მაცადეთ! რას მოგყავთ ეს ბავშვები ეკლესიაში?”

“ალბათ ბევრს გეცნობათ ანტონი – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი.
დღეს მე და ჩემი პატარა შვილი ბაღდათის ტაძარში წირვას ვესწრებოდით. ისეთი ფაქტის მომსწრე გავხდი, რომ ახლაც ვერ დავმშვიდდი.
ბევრი მსმენია მის შესახებ და, სამწუხაროდ, დღეს საკუთარი თვალითაც ვნახე, რატომ ლაპარაკობენ ამდენს.
ჩემთვის ეკლესია ის ადგილია, სადაც განსაკუთრებით მიხარია ბავშვების დანახვა. კვირა დღე ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ჩემს შვილს ვაზიარებ. ყველამ ვიცით, რომ პატარა ბავშვები ზიარების წინ ხშირად ტირიან – ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ჩემთან ახლოს იდგა ახალგაზრდა დედა, რომელსაც დაახლოებით ორი წლის ბავშვი ეჭირა ხელში. ამ სიცხეში, უჰაერობაში, საათობით იდგა, მხოლოდ იმისთვის, რომ შვილი ეზიარებინა.
უცებ მიტროპოლიტი ანტონი საკურთხევლიდან გამოვიდა და დიდი აგრესიით დაიწყო ყვირილი. სიტყვასიტყვით თქვა: „აქ საბავშვო ბაღი კი არ არის! წირვა მაცადეთ! რას მოგყავთ ეს ბავშვები ეკლესიაში? ხომ ხედავთ, რომ არ უნდა! შენ, როგორც დედას, არ გაწუხებს და მე მაწუხებს შენი ბავშვის ხმა! გაიყვანეთ ბავშვები!“
ამის შემდეგ ის დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო!!!!!
ხალხნოოოო დიახ, პატარა ბავშვი და მისი დედა ეკლესიიდან გააგდეს !!!!!!!!!!
ვერაფერი ვთქვი. ეკლესიას და წირვას პატივი ვეცი. მაგრამ როდესაც მრევლს გადავხედე, ძალიან ცოტა ადამიანის სახეზე დავინახე ის შოკი, რასაც მე ვგრძნობდი.
არ მესმის — რა უფლებით შეიძლება დედას და მცირეწლოვან ბავშვს ეკლესიიდან აძევებდე? რა უფლებით ეუბნები, რომ ბავშვს ტაძარში ადგილი არ აქვს? ნუთუ ეკლესია ის ადგილი აღარ არის, სადაც სწორედ ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ქრისტესთან?
სად არის საპატრიარქო? როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანი კვლავ ატარებდეს წირვას? ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ დედებსა და ბავშვებს ეკლესიიდან აძევებენ?
ეს არ არის ქრისტიანული სიყვარული. ეს არ არის ის ეკლესია, რომლისკენაც ადამიანები მოდიან.
დღევანდელმა ფაქტმა ძალიან მატკინა გული. მსგავსი დამოკიდებულებით ტაძრებს ვერ გააძლიერებთ — პირიქით, ადამიანებს აშორებთ ეკლესიას” | წერს მოქალაქე ელენე ბუხრაშვილი სოციალურ ქსელში და საპატრიარქოს მიმართავს.