იურისტი, პროფესორი მათე ხვედელიძე:
საქართველო სახელმწიფო რომ იყოს და ქართველ ერს თავმოყვარეობა გააჩნდეს, იმ რუსის ქალბატონს დეპორტაციას გაუკეთებდა, ხოლო ამ კაცის ქმედებას აუცილებელ მოგერიებაში (ან სხვა სამართლებრივი მექანიზმი გამოინახებოდა) გაიყვანდა ყელზე არსებული დაზიანებების გამო.
სამწუხაროდ, საქართველო არაა სახელმწიფო, ხოლო ქართველ ერს კი თავმოყვარეობა ატროფირებული აქვს.
რა თქმა უნდა, ჯერ რუსული სახელმწიფო მანქანა და მერე რუსების შიშით, ქართული სახელმწიფო მანქანა ყველაფერს იზამს რომ ქართველი კაცი სამაგალითადოდ დაისაჯოს.
არადა, უზრდელმა და პროვოკატორმა რუსებმა ყველაფერი უკადრებელი იკადრეს, ქართულ სუფრას შარდი გადმოასხეს, მერე დააფურხეს და ამის შემდეგ კაცს, რომლის ძმის ქორწილიც იყო, ყელში ეცა რუსის ქალბატონი და დაზიანებები მიაყენა.
დიდი ხნის წინ თქვა აკაკი წერეთელმა, რომ ფურთხის ღირსია საქართველოო. ზუსტად ამიტომაც, ჯერ შარდი გადაასხა და მერე დააფურთხა რუსის ქალბატონმა ქართულ სუფრას.




