თამო კეშელავა: ნატოს წევრებს ზელენსკიმ დღეს პრაქტიკულად დრონიდან გადმოხედა და პირდაპირი მაგალითებით აუხსნა, რომ ხვალ ნატოს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე უკრაინას

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ნატოს წევრებს ზელენსკიმ დღეს პრაქტიკულად დრონიდან გადმოხედა და პირდაპირი მაგალითებით აუხსნა, რომ ხვალ ნატოს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე უკრაინას.
თანამედროვე ომის გამოცდილება რომელს გაქვთ, აბა, კიდევო?
დრონებით ამ მასშტაბის ბრძოლების ეფექტური წარმოება რომელმა იცით, აბა, ჩვენს გარდაო?
ისე იომო, რომ შენი ჯარისკაცების სიცოცხლე მაქსიმალურად დაიცვა და თან ზუსტი იყო – რომელმა იცით კიდევ ჩვენს გარდაო.
ერთი ის არ უთქვამს, რომელნი ხართ კიდევ ჩვენსავით გაუტეხლები, რომ პირდაპირი გაგებით, შიშველი ხელებით გაძლოთ ჩვენსავით რამდენიმე თვეო, ან რომლები ხართ ისეთი ჯიუტები, რომ ამდენი @ლეობა წინადადება გაატაროთ პარტნიორებისგან და მტკიცედ იდგეთ მაინც ქვეყნის ინტერესებისთვისო, ან რომელი ხართ ერთი მანდ, ვინც შეძლებს, თან იომოს ლამის შიშველი ხელით, თან იარაღი ითხოვოს ლუკმა–ლუკმად, თან საინფორმაციო ომში იყოს მძლავრი, თან არმია შექმნას სასწაულად მაგარი და თან იარაღის წარმოებაც დაიწყოსო.
ხოდა, ამხელა გამოცდილების მქონე მებრძოლი ქვეყანა არ იყოს ნატოში, უცნაური ხომ არააო.
როგორი დელიკატური სიტყვაა ეს – უცნაური – არა? და თან როგორი პირდაპირი – პრაქტიკულად უთხრა, @ლეობა ხომ არ იქნება ნატო უკრაინის გარეშე, იმის მერე, რაც გავაკეთეთ, რასაც ვაკეთებთ და რა შესაძლებლობებიც გამოჩნდაო, ის შესაძლებლობები, რომლისაც ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგს კი უბრალოდ სწამდა, მტკიცებულებების გარეშე.
პ.ს.
ცხადია, აქაც ტრადიციულად მოითხოვა მეტი – ამჯერად, საჰაერო თავდაცვაში. მეტი მონდომება, ბიჭებო და გოგოებოო, შესძახა. და უნდა მიიღოს. რადგან უკრაინამ შეძლო და რუსეთის ნავთობს დედა უტირა, შეძლო და მოსკოვში შიში გააჩინა, მაგრამ უკრაინა დიდია და რუსეთს არც სიზუსტე ადარდებს, არც სამხედრო ობიექტები, მას მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, კორპუსების, ეკლესიების, საავადმყოფოების დანგრევა სურს – ამიტომ, თავდაცვა და ზურგი მეტი და მეტი უნდა მისცენ დაუმადლებლად და დამსახურებულად!

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა