ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეა მეტრეველი: უზომოდ უხერხულია! მხარდაჭერა მშობლებს და ოჯახის წევრებს!

დეა მეტრეველი: უზომოდ უხერხულია! მხარდაჭერა მშობლებს და ოჯახის წევრებს!
პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
როგორი უხერხული წერილია! თურმე მარინა ტერიშვილი, გმირი შვილების დედა, დღეს საზმაუზე ახორციელებდა ზეწოლას და მათ საქმიანობაში ჩარევას სინდისის პატიმრების სხვა მშობლებთან ერთად იმით რომ დილიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისული მშობლები ითხოვდნენ მათთვის ეთერის დათმობას? საკუთარი ოჯახების თავს დატრიალებული უსამართლობის შესახებ რომ მოეყოლათ… საკუთარი შვილების შესახებ რომ ესაუბრათ. იმ არხზე, რომელიც ჩვენი, ხალხის ფულით ფინანსდება, განურჩევლად რომელი პარტიის მომხრე-მოწინააღმდეგეები ვართ.
ხოდა, აი ასეთი პასუხი გასცა დღეს საზმაუმ მარინა ტერიშვილს და ყველა მშობელს რომლებიც დღეს დილიდან საღამომდე თაკარა მზეზე ისხდნენ ყურადღების და მხარდაჭერის მოლოდინში. უზომოდ უხერხულია!
მხარდაჭერა მშობლებს და ოჯახის წევრებს!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.