მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოლოლაკის სასახლესთან მივიდა და ივანიშვილის ცოლს, ეკატერინა ხვედელიძეს ვიდეოს საშუალებით მიმართა:
ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – თქვა კუპატაძემ.




