
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, დაარღვიოთ ის მორალური საფუძვლები, რომლებზეც უნგრული ოჯახები დგას. პეტერ, თქვენ მუდმივად მიმართავთ ბრიუსელს და გავიწყდებათ, რომ უნგრეთის ნამდვილი ძალა ჩვენს ტრადიციებსა და ქრისტიანულ იდენტობაშია, რომლის შერყევასაც თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ცდილობთ მოდური ლიბერალური მიმდინარეობების ზეწოლის ქვეშ. როგორ შეგიძლიათ, თვალებში უყუროთ უნგრელ დედებს მაშინ, როცა სთავაზობთ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სულიერ საფუძვლებს?”

” ქალბატონო დეპუტატო, ყოველთვის გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი უნარით, წარმოთქვათ ასეთი ამაღლებული სიტყვები მაშინ, როცა ამავე დროს თქვენი პარტია დაკავებულია, საკმაოდ მიწიერი საქმეებით. მაგალითად, სახელმწიფო აქტივების პრივატიზებით საკუთარი მეგობრების სასარგებლოდ.
თქვენ ისე ხშირად საუბრობთ ოჯახების დაცვაზე, რომ კითხვა მაქვს: კონკრეტულად რომელ ოჯახებს იცავთ? იმათი, ვინც მინიმალური ხელფასით ცხოვრობს და ექიმთან ჩაწერას ვერ ეღირსა, თუ იმ 10-15 ოჯახის, რომლებიც თქვენი მთავრობის წყალობით გასულ წლებში მილიარდერები გახდნენ? შეგიძლიათ, ქრისტიანული და კათოლიციზმის ღირებულებებით რამდენიც გნებავთ, იმდენი იმოსებოდეთ, მაგრამ უნგრულ ენაში ასეთი საქციელისთვის არსებობს ძალიან ზუსტი სიტყვა — ფარისევლობა. გთხოვთ, როცა შემდეგ ჯერზე მორალზე ლექციის წაკითხვას დააპირებთ, ჩაიხედეთ სახელმწიფო სახსრების გამოყენების ანგარიშში. იქ გაცილებით მეტი “ქრისტიანული მოწყალებაა”, ვიდრე თქვენს გამოსვლებში.”

” ეს დაბალი დონეა, პეტერ. თქვენ კვლავ ცდილობთ, თავი აარიდოთ პასუხს და საუბარი პოპულიზმსა და იაფფასიან თავდასხმებზე გადაიტანოთ. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, მაშინ როცა თქვენ მხოლოდ განხეთქილებას თესავთ. თქვენი სტრატეგია ნათელია: ხმაური, სკანდალები და კონსტრუქციული პროგრამის არარსებობა. თქვენ უბრალოდ სოციალურ ქსელებში ლაიქების მოპოვებას ცდილობთ, მაშინ როცა ჩვენ ვმუშაობთ რეალურ კანონპროექტებზე, რომლებიც უნგრელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.”

” მუშაობთ? თუ თქვენი მუშაობა გულისხმობს უნგრეთის გადაქცევას ევროკავშირის უღარიბეს ქვეყანად, პროდუქტებზე ყველაზე მაღალი ფასებით, მაშინ ვაღიარებ, რომ მართლაც დაუღალავად შრომობთ. იცით, რა არის თქვენი შეცდომა ქალბატონო იუჰას? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი კვლავ თქვენი პლაკატებისა და ლოზუნგების სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ ისინი ყოველდღიურად შედიან მაღაზიაში და ხედავენ ფასებს. მიდიან საავადმყოფოებში და ხედავენ რიგებს. თქვენ ამას სუვერენიტეტს უწოდებთ, ხალხი კი ამას გადარჩენისთვის ბრძოლას არქმევს. მე განხეთქილებას კი არ ვთესავ, ქალბატონო დეპუტატო, მე უბრალოდ ვანთებ შუქს ბნელ ოთახში, სადაც თქვენ ასე შეჩვეული ხართ რეალობისგან დამალვას. და მესმის, რატომ არის თქვენთვის ასეთი მტკივნეული ამ შუქის ხილვა.”