ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:
იმ სიმდაბლეთა რეესტრში, რაც ოცნებას დაუგროვდა, ერთ-ერთი განსაკუთრებულია ხვიჩა კვარაცხელიას დასაკუთრებისა და მისი ავტორიტეტით ადამიანების ბულინგის მცდელობა – ქოცი ვინც არაა, ხვიჩას არ გულშემატკივრობთ, მარტო ქოცები ვგულშემატკივრობთ – აი ეს, თავისი არსითვე ჟღვლინტიანებზე გათვლილი უფსკერესი აფერიზმი – რომელიც ზუსტად დათო ერაძის და კლდიაშვილის ბულინგით დაიწყო, სანაიაზე იყო იგივე მცდელობები და სხვებზეც – იმწამიდან კი გაფრთხილებდით ამ უკანასკნელთ (ჟღვლინტიანებს, ანუ) რომ ეს პროპაგანდის მოდელირებული არააუთენტური კოორდინირებული კამპანიაა, რომელსაც პირდაპირ მთავრობის სტრატკომიდან პროპაგანდისტი და არარაობა, ვინმე ბექა მჭედლიშვილი ხელმძღვანელობს-თქო, მარა ჟღვლინტიანებს მაინც ერთი ადამიანის ბრბოსთან ერთად ჩაწიხლვა გერჩივნათ სიმართლის ცოდნას. ახლა ამ ბოროტებამ ფესვი რომ გაიდგა და ძალა იგრძნო, პოპულარული კომენტატორების, კალატოზის და ბაციკაძის წალეკვა მოინდომა იგივე ფორმით და იგივე საბაბით – ჩართულია მთელი ტროლ-ბოტობა, ადმინრესურსი და პროპაგანდისტული ტელევიზიები – იმედი და რ2 – ამ უკანასკნელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩვენების უფლების საჩუქრად მირთმევით რეიტინგი რომ გაუზარდეთ და ახალი სიცოცხლე შთაუნერგეთ ზოგ-ზოგიერთმა “ჩვენიანმა” – აი ეგ რუსთავი2.
ზოგადად, ფეხბურთში ეგეთი წესია – შენი გუნდისკენ ხარ, მოწინააღმდეგე გუნდისკენ არ ხარ – მოწინააღმდეგე გუნდის კარში უნდა გაიტანო გოლი, საკუთარში არ უნდა გაიტანო, რაც არ უნდა კარგი პასი მოგორავდეს დასარტყმელად.
ცოტა დიდ სურათში შევხედოთ ხოლმე მოვლენებს – ცოოტა!
მხარდაჭერა ყველას, ვისაც პროპაგანდა ებრძვის. ჭირი და ოხრობა პროპაგანდას!




