ხვიჩა ყალაბეგაშვილი: არსებული ე.წ. ხელისუფლება ძალიან ჰგავს კატასტროფას და ჩვენ რაღაცით ვგავართ ძალიან ღრმად ჩამარხულ მეშახტეებს…

გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“ჩვენ კარგად ვართ თავშესაფარში, 33-ვე”
ჩილეში, სან-ხოსეს მაღაროში, 700 მეტრის სიღრმეში, 33 მეშახტე შთანთქა აფეთქებამ… ორ კვირაზე მეტი, არავინ იცოდა ეს ხალხი ცოცხალი იყო, თუ არა. მხოლოდ 17 დღის მერე მოხერხდა, უწვრილესი ჭრილის გაკეთება ბურღით და ზემოთ მყოფებმა ამოიღეს წერილი: “ჩვენ კარგად ვართ თავშესაფარში, 33-ვე”
3 თვე ეს ხალხი ჩამარხული იყო, თითქმის ერთი კილომეტრის სიღრმეში.
ამ ადამიანებმა, უზუსტესად გაანაწილეს რესურსები, ყველაზე უანგარო სიყვარულით მოუფრთხილდნენ ერთმანეთს, იწამეს გადარჩენის და შეიყვარეს სიციცხლე ისე, როგორც არასოდეს…
3 თვე დასჭირდა, ისეთი თხრილის გაკეთებას, სადაც 1 ადამიანი მაინც შეძლებდა ამოსვლას… ერთკაციან კაფსულას, რომლითაც მეშახტეები ამოჰყავდათ დაარქვეს ,,ფენიქსი”… ,,ფენიქსმა” 3 თვის თავზე, სათითაოდ ამოიყვანა 700 მეტრ სიღრმეში დამარხული 33 მეშახტე…
არსებული ე.წ. ხელისუფლება ძალიან ჰგავს კატასტროფას და ჩვენ რაღაცით ვგავართ ძალიან ღრმად ჩამარხულ მეშახტეებს…
ჩვენ გვჭირდება: რესურსების ულუფებად დაყოფა და ზუსტი განაწილება; გვჭირდება ერთმანეთის შეყვარება უპირობოდ და დროებით ყველაფრის დავიწყება; გვჭირდება ერთმანეთის გამხნევება და ვისაც ძალა ჰყოფნის იმის თამაში რომ ასეთ დროსაც კი შეგვიძლია სხვა რამეზე ფიქრი, მაგალითად პროფესიულ ინტერესებსე, ჰობზე, ხელოვნებაზე – რაც ხვალინდელზე ფიქრს ასაზრდოებს; გჭირდება საკუთარი სისუსტეების ცრემლებთან ერთად ყლაპვა, რომ ერთმანეთი არ დავრთგუნოთ; გვჭირდება სიცოცხლის და ქვეყნის სიყვარულის გაასმაგება; გვჭირდება რწმენა, რომ რაღაც მანქანებით ამ თხრილიდან ამივძვრებით…
რთულია? კი, ძალიან…
და უნდა გვახსივდეს, რომ ახლა ამ მომენტში, როცა ჩვენ მეტ-ნაკლებად ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვიღაცები ოთხ კედელში არიან გამომწყვდეული და ამ ყველაფრის სწამთ…