ესპანელი დეპუტატი, ლაურა კასტელი ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისა და საპარლამენტო მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
პარალელურად, ის აცხადებს, რომ მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, მაშინ, როდესაც ისინი უნდა იყვნენ პარლამენტსა და დებატებში.
კასტელი ყველა მხარეს მყოფ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, უკეთ იმოქმედონ, ვიდრე ახლა მოქმედებენ.
“სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედიის და საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უფლება ზეწოლის ქვეშაა [საქართველოში]. მიუღებელია, რომ პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, მაშინ, როდესაც ისინი უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში.
ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე ყველაფრისთვის, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია, რომლებშიც შეუძლიათ და უნდა იმუშაონ. პარლამენტის ბოიკოტს აზრი არ აქვს და საქართველოს მოქალაქეებსა და საზოგადოებას არ ეხმარება. როგორც გაერთიანებულ ევროპულ მემარცხენე ძალებს, გვსურს ყველა მხარეს პოლიტიკოსებს მოვუწოდოთ, რომ უკეთ იმოქმედონ, ვიდრე ახლა მოქმედებენ. ეს მოიცავს მთავრობაზე ზეწოლას, რომ თავისი კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებებზე ევროპული კონვენციის ფარგლებში ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს,” – განაცხადა ლაურა კასეტლმა.




