“მინდა გამოვეხმაურო ბატონ გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას და 5 წლის მისჯის თემას.
მე არ ვარ იურისტი და ვერ შევალ იურიდიულ პოლემიკაში.
თუმცა ჩვენი კოლეგა, რომელიც ათწლეულია ემსახურება თავის პაციენტებს და განსაკუთრებით ბავშვებს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულით, რაშიც იმედია ეჭვი არავის ეპარება, უნდა გახდეს ჩემი აზრით, თუ დადასტურდა, არაპროპორციული დევნის ობიექტი. იმ დროს როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს.
იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს.
პირადად მე, მზად ვარ, ბატონი გიორგის საპყრობილიდან გამოშვებას ფინანსურად თუ სხვა სახით მხარი დავუჭირო” – წერს სოციალურ ქსელში თბილისის გულის ცენტრის დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე.




