ლალი ჯავაშვილი: განსაკუთრებით მაკვირვებს და მაწუხებს სამედიცინო საზოგადოების იმ ნაწილის დუმილი, რომელიც ამ უსამართლობის ფონზე საჯარო პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებს

„სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სრულიად მიუღებელი და უკიდურესად აღმაშფოთებელია. განსაკუთრებით მაკვირვებს და მაწუხებს სამედიცინო საზოგადოების იმ ნაწილის დუმილი, რომელიც ამ უსამართლობის ფონზე საჯარო პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებს. მიმაჩნია, რომ სწორედ ექიმებს, ჩვენი პროფესიის არსიდან და ეთიკური ვალდებულებებიდან გამომდინარე, გვაკისრია განსაკუთრებული პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, არ დავრჩეთ გულგრილები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, როდესაც საქმე სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას ეხება“, — ამბობს პროფესორი ლალი ჯავაშვილი „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში.

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.