სასამართლოში 4 ოქტომბრის მორიგი ერთ-ერთ მიმდინარე საქმის განხილვა დასრულდა, მოსამართლე გიორგი გელაშვილი სათათბიროდ გავიდა და განაჩენს მალე გამოაცხადებს. მანამე მან ბრალდებულების საბოლოო სიტყვები მოისმინა.
„მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული და კვირაში სამჯერ დადის ვანიდან ქუთაისში. ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს. რა უქენით იმ ხალხს, მე არ ვიცი. მე პირადადაც მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა. შუნტირება მაქვს გაკეთებული და მეორე ხარისხის განგრენა. 58 წლის კაცი ვარ, ბავშვი არ ვარ. რა მოხდება, კაცმა არ იცის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რაც არ ყოფილა. დამალული სახე მე არ მქონია, იარაღი მე არ მქონია და არაფერი. ჯგუფურად და იერიშით ვიღებდი სასახლეს? ან ჯგუფი სად იყო? ჭიშკართან გამოვხატავდი პროტესტს, ვანჯღრევდი, ჩემ გვერდით გადაქცეული იყო ღობე და ნაბიჯიც არ შემიდგამს.
როგორ მკადრებთ საერთოდ, რომ ტყუილი თქვი და გაგიშვებთო. რამდენი დამნაშავე ზის ციხეში. რომ აღიარონ, გაუშვებთ? ჩვენ რატომ გვიშვებთ?“
ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა, რომელსაც შეეძლო დღეს დარბაზი თავისუფალს დაეტოვებინა, რამდენადაც ასეთი იყო წინასწარი ინფორმაცია და პროგნოზი, საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.




