ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბერა ივანიშვილი: ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახი და მშობლები მყავს... ის [ბიძინა ივანიშვილი] ყოველთვის ჩემი მენტორი იყო და ყველაფერში მხარს მიჭერდა

ბერა ივანიშვილი: ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახი და მშობლები მყავს... ის [ბიძინა ივანიშვილი] ყოველთვის ჩემი მენტორი იყო და ყველაფერში მხარს მიჭერდა

"ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახი და მშობლები მყავს... ის [ბიძინა ივანიშვილი] ყოველთვის ჩემი მენტორი იყო და ყველაფერში მხარს მიჭერდა. [...] ის ჩემთვის მენტორსა და მამაზე, მეგობარზე მეტია. ჩემთვის ის ყველაზე დიდებული ადამიანია. ჩემთვის მისი ნებისმიერი კომპლიმენტი და ნებისმიერი სიტყვა უდიდესი ძალა, მოტივაცია და სტიმულია, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. [...] მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ დღეს ასეთი ურთიერთობა გვაქვს იმის გარდა, რომ მე მისი შვილი ვარ. [...] ჩვენ ყოველთვის საინტერესო დიალოგები გვაქვს. ის თვითონაა ისეთი ადამიანი, რომ არასდროს უთქვამს, "მე ვამბობ და ეს კანონია!" - ჩვენ ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრები გვაქვს და არაა ისეთი: "მე დაგავალე და მიდი, ეს ასე გააკეთე". რა თქმა უნდა, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი" - თქვა ბერა ივანიშვილმა ემინ აგალაროვის პოდკასტში

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.