შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ

გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ კომენტარით შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

„შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ“, – დასძინა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.