
ამავე თემაზე ჯღარკავა წერს: “ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 25 კაცი დგას და აპროტესტებს 2022 წელს, სამი, უღირსი პოლიციელის ქმედებას რომლებიც უკვე დაკავებულები არიან, თან პარალელს ავლებენ 2012 წელთან, სად ხართ ის ხალხი, ვინც ციხის კადრებმა გადაგრიათ და რატომ არ ხართ ახლა გარეთოო, ახლა ჩემი პასუხი -მე, რომელიც ვებრძოდი იმ რეჟიმს, მე რომელიც უშუალოდ თანამონაწილე ვიყავი იმ ციხის კადრების გავრცელების, მე რომელიც ვამხელდი და ვაპროტესტებდი პატიმრების წამების ფაქტებს, გეუბნებით რომ ყალბები ხართ, არ გამოვა ხალხი თქვენს ყვირილზე, არ გამოგყვებათ, რადგან განსხვავება ისაა რომ დღეს უღირს პოლიციელებს სჯიან, ციხეში უშვებენ და იმ დროს ხელს აფარებდნენ და არ აღიარებდნენ წამების ფაქტებს, მახსოვს ციხის კადრების გასვლის შემდგომ რა ხდებოდა უშუალოდ თბილისში, რუსთაველის მეტროს წინ ,,ტვ ,,ობიექტივის ,,აივანზე ვიდექი და ვხედავდი ზღვა ხალხს ,სტუდენტობას, ცოცხებით ხელში მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ბოლო არ უჩანდა რუსთაველზე ხალხის ნაკადს ,ის იყო ნამდვილი ემოცია, ხალხის გულწრფელი პროტესტი ,დღეს ეს არ გამოგივათ, რადგან თავად ხართ ყალბები,თავად არ გაქვთ ემოცია და არც იმის ნიჭი ადამიანებს დააჯეროთ თქვენი სიმართლე,მეძახეთ ახლა პროპაგანდისტი ,მე კი ის ჟურნალისტი ვარ სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში ორი აგური რომ დავდე!” [სტილი დაცულია]