ირაკლი კირცხალია – ბატონი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

ბატონი  ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გათვალა ივანიშვილმა თუ, როგორ განვითარდებოდა „გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში“.

მისი შეფასებით, ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია აღიზიანებთ, რადგან ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.

“მუდმივი გამოწვევაა ის თავდასხმები, რომელიც მოდიოდა ჩვენთან ღიად, მკაფიოდ და აგრესიულად -ის წინა ადმინისტრაციიდან და, რომელიც მოდის განსაკუთრებით 2024 წლიდან. ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, განსაკუთრებით მუდმივად იყო მათი მხრიდან თავდასხმის მცდელობები. გახსოვთ ალბათ, -რუსეთის ომი სანამ დაიწყებოდა, თუ როგორი თავდასხმები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, სწორედ მაშინ გათვალა ბატონმა ბიძინამ, თუ როგორ განვითარდებოდა გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ჰპატიობენ საკუთარ თავს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ვერ ერევიან სიმართლეს. ვერ ერევიან ქვეყნის უანგარო სიყვარულს. აგენტს როგორ შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება, ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელს და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში.

“ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. როგორც ქველმოქმედების კუთხით, ასევე, ყველაზე მთავარი, პოლიტიკური კუთხით და იმ გარდამტეხი ცვლილებების ავტორობით, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს.

ვისზე საუბრობენ? ადამიანზე, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლე – ყველაზე ღირებული დადო სასწორზე და დააყენა რისკის ქვეშ 2011 წელს, სისხლიანი რეჟიმის დროს, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და ვნახეთ, თუ როგორი გარდატეხა მოხდა 2012 წელს. არ უნდა დაგვავიწყდეს როდის, როდესაც ამ რეჟიმს ყველა მხრიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ე.წ. ბიუროკრატიისგან. ამ დროს, გადაწყვიტა ადამიანმა თავის გუნდთან ერთად და ის იყო ფლაგმანი და ამ ყველაფრის ავანგარდში. პირდაპირი მნიშვნელობით, მოხდა როგორც მენტალური რევოლუცია, ასევე, რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ადამიანი, რომლის სახელს, ხელმძღვანელობას და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკა, რომელსაც წლიდან წლამდე ვხედავთ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ აღქმების თეორიაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ სცენარებზე, რომელიც მოდის ე.წ. ევრობიუროკრატისგან, ვინ აკრავს იარლიყებს და ვინ ცდილობს, რომ რაღაც შაბლონები ჩამოაყალიბოს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის აღქმაში ჩაუბეჭდოს რაღაც კონკრეტული ფრაზა, მესიჯი, სახელი და ა.შ. არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა – ამას ამბობენ ადამიანები, ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უბრალოდ ვერ მოქმედებს ზუსტად რომ არაფორმალური მმართველობის გარეშე”, – აცხადებს ირაკლი კირცხალია.