: ბატონი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში

“ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით იყო ჩატარებული. ბატონი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში. საზოგადოებას განემარტება მკაფიოდ ის, რომ საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად – ასევე საზოგადოებას განვუმარტე ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელიც არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის რჩევებსაც აქვს მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მან წლებით აჩვენა გუნდსაც და ქვეყანასაც, რომ მის რჩევებს აქვს განსაკუთრებული ფასი” | თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
🔴 დღეს კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი მთლიანად ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”