ქეთი მოლაშვილი: ხალხის ხმა, ხვიჩას რომ უკეთ ესმის, ვიდრე ქართული ოცნების დეპუტატებს, ამისთვის მადლობა! ჩვენი ჯიბიდან 16 000 ლარებს რომ იღებენ ყოველ თვე და …

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
დავიწყებ მადლობით,
ხალხის ხმა, ხვიჩას რომ უკეთ ესმის,
ვიდრე ქართული ოცნების დეპუტატებს,
ამისთვის მადლობა!
ჩვენი ჯიბიდან 16 000 ლარებს რომ იღებენ ყოველ თვე და იმის მიუხედავად, რომ წამალზე შეჯერდნენ,
ერთი ქ.ოცნების პარლამენტარი რა არის, ერთს არ მოუკითხავს ეს ბავშვები,
ერთი არ მისულა მათი ამბის გასაგებად,
ერთს არ უთქვამს, რამე ხომ არ გიჭირთო,
სამაგიეროდ ამ ბავშვების სანახავად მივიდა ხვიჩა, რომელიც ახლა მსოფლიოს ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეულშია
და არის მსოფლიო ვარსკვლავი.
ყველაზე პირველი, თვალში რა მომხვდა იცით?
არ ვიცი რა და როგორ იყო,
მაგრამ ხვიჩამ მგონია იცოდა სადაც მიდიოდა და ისე უბრალოდ ჩაიცვა, ოჯახს მორიდება რომ არ ეგრძნო…
უფიდესი შინაგანი ინტელექტი უნდა გქონდეს,
რომ მიხვდე, როცა ასეთ ხალხთან მიდიხარ,
შარვალ-კოსტუმითა და ძვირფასი სამოსით არ გამოცხადდე,
რომ ღარიბ ხალხს, თავი უხერხულად არ აგრძნობინო.
სულ ვამბობ,
ამ ღარიბ ხალხთან,
ლუი ვიტონისა და პრადას ჩანთებით რომ დადიან, როლექსის საათები რომ უკეთიათ ბოლო მოდის სამოსი,
ასეთ ადამიანებს, უბრალოდ არაფერი ესმით რიგითი ხალხის,
ასე დაჩაგრული ხალხი, უფრო იჩაგრება.
ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება,
ხვიჩა კარგი ქართველია,
როცა საჭირო იყო, ევროპის დროშაც გამოდო
და ჩვენი გზა ევროპაშიაო ესეც თქვა,
ყველგან უნდა იგრძნობოდეს,
რომ მთელი საქართველო არის ერთიანი და მეორე მხარეს, მხოლოდ პრორუსი პარტიაა…
მადლობა ხვიჩას!
ძალა ერთობაშია