სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი მოლაშვილი:
40 წუთია,
ირაკლი კობახიძე,
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება..
44 ღამეა, წვიმაში, ქარში, სიცივეში, ღია ცის ქვეშ გაატარებინეს მშობლებს, რომელთაც აქვთ ერთადერთი მოთხოვნა: წამალი შეუძინოს სახელმწიფომ ბავშვებს!
ირაკლი კობახიძე, იმ შენობაში ხვდება მშობლებს, სადაც
44 დღის განმავლობაში, კანცელარიდან არამცთუ ერთი დედაც-მამა-მინისტრი-მოადგილე არ მისულა, არამედ ახლოსაც არ ჩაუვლია არავის
და რომ არა ხალხის გვერდში დგომა,
დღეს ეს შეხვედრაც არ იქნებოდა.
რა სიმბოლურია რომ ზუსტად ამ წუთებში, დაიცავი ილიაუნი-ს სტუდენტებმა, ინფორმაცია დადეს, ამ წამს,
2 000 000 შეგროვდა ქართველი ხალხისგანო.
ეს სტუდენტები იცით ვინ არიან?
1 მილიონი რომ შეაგროვეს და ქ.ოცნებამ გაშავება რომ დაუწყო, ჩვენო ვყიდულობთ კაცო ყველაფერს ამ ბავშვებისთვისო და დედები რომ ტიროდნენ, ჩვენი შვილები, ნათხოვარ ეტლებში სხედან, რას ყიდულობენ, ჰო არ გადაირივნენო.
ჰოდა ეს კიდევ ერთი სილაა რეჟიმისთვის,
რომ ხალხს აღარ სჯერა მათი ტყუილების და კამპანიის მიუხედავად: _ ტყუილად უგროვებენ სტუდენტები ფულსო _ ხალხმა ფულის ჩარიცხვა განაგრძო, 2 000 000 მოაგროვა 
1 წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ხალხი აიძულებს და ვაიძულებთ ქართულ ოცნებას, დათმიბაზე წავიდეს და წამალი შეუძინონ ბავშვებს, უბრალოდ ქვეყანაში, სადაც მშობლებს ეტლში მჯდომი შვილების ქუჩაში გამოყვანა სჭირდებათ, სადაც ხალხის მხარდაჭერის გარეშე, პარტია არც კი უსმენს მშობლებს;
პარტია, რომელიც მილიონებს ხარჯავს ფესტივალებსა და კონცერტებში და 2 თვის წინ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვი, უწამლობით გარდაგვეცვალა, ის პარტია აღარაა!
ქვეყანას სჭირდება მართვა და ხალხს ეკონომიკური კეთილდღეობა და არა გაუთავებელი ტყუილები, რომ ეკონომიკურად დუღს თურმე ქვეყანა!
და თუ დუღს, სადაა წამლის ფული?!
მე პირადად უკვე ყელში მაქვს ამ ბიძინას პირად მსახურებთან ჭიდილი, რომ ცოტა ჭამონ ხალხის ფული
კი არადა, ვერც კი უნდა ბედავდნენ ხალის ფულისთვის ხელის ხლებას
და წამალი მისცენ ბავშვებს!
ფოტო: პუბლიკა




