ქეთი მოლაშვილი: ვხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასეთ ნიუსს, სან-ფრანცისკოში, ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნაო. უკაცრავად, ნუთუ მართლა?! ნუთუ ამერიკა კარგია? ნუთუ ამისთვის არ ვართ უკვე მეორე წელია ქუჩაში…

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ძააალიან გაბრაზებული ვარ და უნდა ამოვთქვა,
ეს #NBAVOTEZazaPachulia ჰო გახსოვთ,
მთელი ერი, ამ ჰეშთეგს რომ ვწერდით, ზაზას საგულშემატკივროდ;
ნუცა ბუზალაძეც გემახსოვრებათ,
ბერას GDS-მა რომ გაქაჩა და ახლა პატრიარქის დაკრძალვაძეც ბერას ბლატებით რომ დადიოდა ხოლმე ურიგოდ,
გეგონება საათობით რიგში მყოფ ქართველზე რამით მეტი ქართველი იყოს და რამე თანამდებობა ჰქონოდა…
ჰოდა ახლა ვხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასეთ ნიუსს,
სან-ფრანცისკოში, ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნაო.
უკაცრავად, ნუთუ მართლა?!
ნუთუ ამერიკა კარგია?
ნუთუ ამისთვის არ ვართ უკვე მეორე წელია ქუჩაში,
რომ ვიბრძვით ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის?!
და შემთხვევით 2 წლის წინ, ამ ამერიკისგან შეთავაზება ხომ არ გვქონდა, ევროპულ-ამერიკულ კურსს არ გადაუხვიოთ
და სრული შეღავათი გექნებათ ამერიკულ ბაზარზეო, ვიზალიბერალიზაციაზე საუბარს დავიწყებთო, შრომის ბაზარიო, აგრო ბაზარიო, ღია ბაზარიო, ყველაფერიო ამერიკა ჰო არ გვეუბნებოდა შემთხვევით?
და ბოლოს იმას ჰო არ მიაღწიეს
აი ამ ქალის პარტიამ,
მაკა ბოჭორიშვილის ანუ,
რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა დავკარგეთ?!
ნუთუ გუშინწინ მარკო რუბიომ არ განაცხადა,
რომ თუ ქ.ოცნება არ დაუბრუბდება ევრო-ამერიკულ კურსს, აქედან არაფერი გამოვაო
და ნუთუ ამაზე ირაკლი კობახიძემ არ იძახა,
ჩვენაო თითს ვერავინ დაგვიქნევს ძმაოო და იქით თითი უქნია მარკო რუბიოს,
არაფერი შეგეშალოსო ძამო..
და ყოველივე ამის შემდეგ,
თითქოს არაფერიაო,
თითქოს ქ.ოცნების გამო,
11 ივნისს, ევროპალრამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არ აწყობდეს შეხვედრას;
თითქოს ქ.ოცნების გამო,
ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ დაგვეკარგოს;
თოთქოს 24 საათი,
ევროპისა და ამერიკის გაშავებაზე არ იყოს
დამპალი რუსული პროპაგაბდის მანქანა ჩართული;
დგანან ახლა ნუცა ბუზალაძე,
ზაზა ფაჩულია
და
მაკა ბოჭორიშვილი
და თურმე
ამერიკაში,
ქართული ჰაბი გახსნეს და რა მაგარიააა!
უკაცრავად მაგრამ ამერიკა რომ მაგარია
და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რომაა,
მაგიტომ ვდგავართ ქუჩაში აგერ უკვე მეორე წელია
და ახლა ამ კრიტიკულ პოსტსაც რომ ვწერ,
შეიძლება
ქ.ოცნებამ ამ პოსტის გამოც
სასამართლოში დამიბაროს,
და თამთამ საქმეები მირჩიოს,
რა პონტში წერ პარტიაზე კრიტიკულ პოსტს ძმაოო,
ჰოდა ფსკერს ქვემოთაა ეს ყველაფერი,
რომ თურმე ნუცას ამერიკაში უნდა ცხოვრება,
ზაზას ამერიკული ცხოვრება მოსწონს
და თურმე მარტო ხალხს არ უნდა უნდოდეს ამერიკა!
თურმე როცა საჭიროა ხმა ამოიღონ,
მაშინ ჩუმად უნდა იყვნენ
და მხოლოდ ჩერეზ ეკონომიკური გათვლებით დალაგდნენ ამერიკასთან არა?
შეგახსენებთ,
ზაზა ფაჩულია, ქ.ოცნებას აქტიურად ჰყავს მივლენილი ამერიკაში,
ტრამპთაუერის კომპანიის თბილისში შემოყვანის ამბებში,
რომ როგორმე
ასე ფულებით მაინც ‘დალაგდნენ' ამერიკასთან
და ზაზა ფაჩულია იყო
გამოჭიმული ტრამპთაუერის ფოტოებშიც.
ანუ როცა საჭიროა ქვეყანამ სწორი პოზიცია დააფიქსიროს,
ღიად თქვას რომ ევროპულ და ამერიკულ ინტერესებს უნდა ატარებდეს ქვეყანა,
რომ ანაკლიაში დიახაც არა რუსული ან ჩინური, არამედ ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ,
რომ ირანს არ უნდა ეხმარებოდნენ სანქციების თავის არიდებაში,
რომ პრორუსული გეზი არ უნდა ჰქონდეთ,
აი ეს როცა სათქმელია,
ჩუმად არიან,
ხალხს და ქვეყანას აშორებენ
ამერიკას
და თავად თურმე
ქართულ ინოვაციურ ჰაბს ქმნიან
თან
მანჰეტენზე!
უკაცრავად მაგრამ ვისთვის?!
იმ ხალხისთვის,
ვისაც ქ.ოცნების პოლიტიკის გამო,
10000-ჯერ გაურთულდა ამერიკის ვიზის ამბები?!
რომ აღარ აძლევენ გრინ კარტასაც კი
და რომ სრულად არიეს ურთიერთობები,
იმ ხალხისთვის?!
აჰ, თუ თავისთვის მხოლოდ,
ხალხი რაში ადარდებთ?!
ბაიდენის ხელისუფლების ბრალიაო
არეული ურთიერთობებიო,
ე ბიჭო,
2 წელია ტრამპი ხელისუფლებაშია,
რით ვერ დალაგდნენ?!
ჰო ბლეფია რასაც იძახიან!
რაის ბაიდენი,
აგერ მარკო რუბიოს გუშინწინ მკაფიო გზავნილები ჰქონდა
და ენბიაიზაზაფაჩულია ვერ უშველის იმ ამბებს,
რომ პოწიომკინის სოფლების შენებას უნდა მოეშვნენ და საქმე აკეთონ.
ჩვენ ქუჩაში უნდა ვიდგეთ,
გვცემდნენ, გვირტყამდნენ,
გვაპატიმრებდნენ, გვაწამებდნენ,
იმის გამო,
რომ პროევროპული და პროამერიკული კურსი არ დაკარგოთო
და ესენი ახლა თვალებში ნაცარს გვაყრიან,
წინა დღეს რუბიოს ეტრიპაჩებიან,
ვერავინ ვერაფერს გვეტყვის ძმაოო
და მეორე დღეს,
თურმე ჰაბს ხსნიან,
თან მანჰეტენზე!
ჰოდა
აქ დებილი არავინ არაა რა!
გადაეცით ენბიაივოუთზაზაფაჩულიასა
და ბერას მეგობარ ნუცას,
როცა საჭიროა,
იქ თქვან თავის სათქმელი
და ნუ პოწიომკინისსოფელობენ!
პ.ს. 📷 პირველი არხი