ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში

კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში
"ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით იყო ჩატარებული. ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში. საზოგადოებას განემარტება მკაფიოდ ის, რომ საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად - ასევე საზოგადოებას განვუმარტე ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელიც არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის რჩევებსაც აქვს მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მან წლებით აჩვენა გუნდსაც და ქვეყანასაც, რომ მის რჩევებს აქვს განსაკუთრებული ფასი" | თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
🔴 დღეს კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი მთლიანად ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.