: სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა, სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა.

„ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა.

ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს. შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს