დავით ჩხეიძე: რისთვის ზის ანდრო ჭიჭინაძე დღეს ციხეში? პოლიტიკური თანამდებობა უნდოდა თუ აღიარება? რა უნდა ოცდაორი წლის ბიჭს, მათე დევიძეს, უსინათლო საკანში?

დავით ჩხეიძე, სამოქალაქო აქტივისტი, დიპლომატი:
უნდა შეუჩეროს თუ არა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს?
მიმუშავია ამ საკითხზე, მქონია საუბარი, საქმიანი ურთიერთობა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან…
გეოპოლიტიკურად, ევროპა ამდენი ხანი თავს იკავებდა და ახლაც იკავებს, რომ ამით რუსეთმა, ირანმა ან თუნდაც ჩინეთმა…
არ მიიღონ გზავნილი, რომ ევროპელები საქართველოდან გავიდნენ.
რომ დღევანდელ რეჟიმს არ აუსრულონ, რასაც
ამდენი ხანია ლამობს,
რომ ჩვენ არ ვიგრძნოთ და ვიფიქროთ, ევროპამ ხელი ჩაიქნია, მიგვატოვა.
ამავე დროს, არასწორია, როდესაც ამბობენ: “შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, იქნებ ასე მაინც გამოფხიზლდეს საზოგადოება.”
რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, თითქოს პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ; ჩვენი საკეთებლის გაკეთებას მათ ვთხოვთ.
საქმე უფრო მარტივად და, თუ გნებავთ, ტექნიკურად არის.
თანდათან ჩვენ ვეღარ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლას სჭირდება.
გაკვეთილი რომ არ იცი და არ მოვწონვარ მასწავლებელს, ამიტომ არ მიწერს კარგ ნიშანსო.
ასეთ არადამაკმაყოფილებელი ცოდნისა და ქცევის მოსწავლეს ჰგავს ყველა, ვინც რეჟიმის მიზანმიმართულ მავნებლობას ამართლებს.
არა! არ ებრძვის. რადგან არ გამართლება უკვე საყოველთაოა.
რისთვის ზის ანდრო ჭიჭინაძე დღეს ციხეში? პოლიტიკური თანამდებობა უნდოდა თუ
აღიარება?
რა უნდა ოცდაორი წლის ბიჭს, მათე დევიძეს, უსინათლო საკანში?
ბევრი ბრძოლის აზრს ვეღარ ხედავს, ზოგი დაიღალა, ზოგი წავიდა, ზოგი შეეგუა, ზოგი უკმაყოფილოა, მაგრამ ოპოზიცია არ მოსწონს…
მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ისევ ვსარგებლობთ უვიზო მიმოსვლით, იაფი ფრენებით…
ისევ ვაგზავნით შვილებს გერმანიაში უფასოდ განათლების მისაღებად, მაშინ, როდესაც შენი სახელით,
ამ ქვეყნის წარმომადგენელს ეუზრდელებიან, ეტლიკინებიან, შეურაცხყოფას აყენებენ;
და საბოლოო ჯამში, ვითომც არაფერი.
რამდენი ასეთი ბავშვი, მშობელი, დაბადების დღის და ქორწილის აღსანიშნად იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში… წასული “აპოლიტიკური ქართველი” დაფიქრებულა, როგორ არის მათე ციხეში? დილით რა ჭამა?
ზურა ჭავჭანიძე გაიყვანეს თუ არა გასასეირნებლად? კაცი, რომელიც თავს ევლებოდა ამ ქვეყანას, ხეს, ძაღლს, ქუჩას, დროშას…
რამდენმა “დაღლილმა” ჩაიარა სოფელში და ნახა, რამდენ ოჯახს პირდაპირი მნიშვნელობით უდგას სული ევროპით და ამერიკით?
ვინ ვართ ჩვენ? ყველაფერი გვერდით
გადავდოთ – ვართ ღირსი?
ევროპის დღე სულ უფრო ნაკლებად აღინიშნება, ევროპის დროშა ნაკლებად ჩანს, ევროპაზე დაწერილ პოსტებს ნაკლებად იწონებენ…
ცოტა შევირგეთ, ცოტა, როგორც რუსულიდან არის შემოსული, “გავნაგლდით”.
გადაივსო რუსებით აქაურობა, ისეთ დღეშია, სულ უფრო მეტს უნდა ველოდეთ.
ამიტომ ვამბობ: ყოველდღე ვკარგავთ, ვკარგავ, ვკარგავთ…
იდეაფიქსი კი არ მაქვს?!
ვკარგავ დროს, შესაძლებლობებს, ადამიანებს, რომლებიც აქ აღარასდროს დაბრუნდებიან…
და მერე ვთვალოთ შობადობა და არ დავასახელებ, რისი თვლა დაიწყეს. (რა უხერხულია?!)
დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. და როდესაც ამას გადაგვიწყვეტენ, ვერავინ, ვერავინ, ვერავინ იტყვის – რატომ?
ყველას ძალიან კარგად ექნება გააზრებული, გამჯდარი ძვალსა და რბილში…
რატომ დავკარგეთ თავისუფლება ვყოფილიყავით თანამედროვე, ღირსეული ადამიანები.
მართალია ევროპა!! ვიზის შემოღებით, უბედურება მხოლოდ დაიწყება.
ეგ არ არის მარტივი ზომა, და სხვა ქვეყნები, მართლაც მიიღებენ გზავნილს, რომ ევროპა აქედან გადის…
და მერე ვნახოთ:
Любишь кататся? люби и саночки возить!
კარგავ!! არ შეეგუო!! იმოქმედე!!