მარტა კოსი – პიტერ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისკენ გზას ხსნის

პრემიერ-მინისტრ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესისკენ გზას ხსნის, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს გააგრძელონ მუშაობა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე.

„უკრაინა და მოლდოვა უკვე ასრულებენ წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილ მოთხოვნებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ახლა დროა, დააჩქარონ ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ეს არის საუკეთესო გზა უმცირესობების უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს კოსი.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა გუშინ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინასთან უნგრეთის ეროვნულ უმცირესობასთან დაკავშირებით „ყოვლისმომცველ შეთანხმებას“ მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო