51
წაკითხვა
ხშირად გვიჭირს დროის რეალური მასშტაბებისა და სამყაროს ასაკის გააზრება. მართალია, ისტორიის გაკვეთილები მუდამ წარსულში მომხდარ მოვლენებს გვასწავლის, თუმცა დროის ხაზი იმდენად ვრცელია, რომ ჩვენს გონებაში ის ხშირად მაინც ირევა და მახინჯდება. დროის დიდი მონაკვეთები თითქოს პატარავდება და ერთიანდება, რადგან ძალიან ცოტა რამ ვიცით იმ მოვლენებზე, რომლებიც მათ შორის ხდებოდა. მეორე მხრივ, მოკლე პერიოდები გრძელი გვეჩვენება, რადგან ამ დროს ზედმეტად ბევრი და სწრაფი ცვლილებები მოხდა.
ისტორიაში უამრავი ისეთი თანაკვეთა ან დროის შუალედი არსებობს, რომელიც ჩვენს წარსულის აღქმას სრულიად ეწინააღმდეგება. გთავაზობთ 7 ისტორიულ ფაქტს, რომლებიც წარსულზე თქვენს წარმოდგენას თავდაყირა დააყენებს:
1. ეგვიპტის პირამიდების აშენებისას დედამიწაზე ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ მამონტები
ფოტო: Live Science
ფოტო: Britannica
თუ მამონტების შესახებ თქვენი ცოდნა ძირითადად მულტფილმ გამყინვარების პერიოდიდან მოდის, ალბათ გგონიათ, რომ ისინი იმ ეპოქაში ბინადრობდნენ, როდესაც დედამიწაზე კაცობრიობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული.
რეალობა კი ასეთია: გიზას სამი პირამიდა ძვ. წ. 2550-2490 წლებში აშენდა. მართალია, მამონტების უმეტესობა დაახლოებით 10 000 წლის წინ განადგურდა, მაგრამ ციმბირში, ვრანგელის კუნძულზე აღმოჩენილი მამონტთა ძვლების ასაკი სულ რაღაც 3700 წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ მათი ნაწილი ძვ. წ. XVI საუკუნეშიც კი მშვიდად დასეირნობდა დედამიწაზე — 9 საუკუნის შემდეგ იქიდან, რაც ეგვიპტელებმა პირამიდების მშენებლობა დაიწყეს.
2. ოსმალეთის იმპერია ჯერ კიდევ არსებობდა, როდესაც უოლტ დისნეიმ თავისი პირველი მულტფილმები გამოუშვა
ფოტო: ThoughtCo
ფოტო: Shutterstock
მიუხედავად იმისა, რომ ოსმან I-მა იმპერიას საფუძველი დაახლოებით 1299 წელს ჩაუყარა, მისი ნამდვილი ოქროს ხანა XVI საუკუნის შუა წლებში, სულეიმან დიდებულის მმართველობის პერიოდში დაიწყო. თუმცა, ოსმალეთის იმპერია არც XVII, არც XVIII და არც XIX საუკუნეში არ დაშლილა. ის ჯერ კიდევ არსებობდა, როდესაც უოლტ დისნეიმ 1920 წელს თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმები გამოუშვა.
იმპერიის არსებობის დასასრულად, როგორც წესი, 1922 წელი მიიჩნევა — თარიღი, როდესაც თურქეთის ლიდერებმა სულთნის ტიტული საბოლოოდ გააუქმეს.
3. ტირანოზავრი დროით აიფონთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, ვიდრე სტეგოზავრთან
ფოტო: PCMag UK
ფოტო: Harrisburg University
ხშირად გვგონია, რომ ჩვენი საყვარელი დინოზავრები დედამიწაზე ერთსა და იმავე დროს დააბიჯებდნენ. თუმცა, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის. დინოზავრების ეპოქა დაახლოებით 165 მილიონი წელი გრძელდებოდა. ეს მართლაც კოლოსალური დროა. უკეთ რომ აღვიქვათ — თანამედროვე ადამიანი დედამიწაზე სულ რაღაც 0,2 მილიონი წელია, რაც ცხოვრობს.
სტეგოზავრები და ბრაქიოზავრები იურულ პერიოდში ცხოვრობდნენ, რომელიც დაახლოებით 199,6 მილიონი წლის წინ დაიწყო და 145,5 მილიონი წლის წინ დასრულდა. აი, ტირანოზავრებმა და ტრიცერატოფსებმა კი, მიიჩნევა, რომ ევოლუცია დაახლოებით 67 მილიონი წლის წინ განიცადეს. ეს ნიშნავს, რომ სტეგოზავრსა და ტირანოზავრს ერთმანეთისგან მთელი 80 მილიონი წელი აშორებთ. დინოზავრების ეპოქასთან შედარებით, კაცობრიობის არსებობა მართლაც თვალის ერთი დახამხამებაა.
4. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე ძველია
ფოტო: Britannica
ფოტო: f9photos
აცტეკების ცივილიზაცია ხშირად შორეულ, უძველეს ისტორიად აღიქმება — იდუმალ ეპოქად, რომელსაც მხოლოდ არქეოლოგიური გათხრებისა და მუზეუმის ექსპონატების საშუალებით ვეცნობით. მეორე მხრივ, ოქსფორდის უნივერსიტეტი ჩვენი თანამედროვეობის ნაწილად მიგვაჩნია, სადაც დღესაც კი შეგვიძლია წავიდეთ სასწავლებლად. თუმცა, ისტორია სულ სხვა რამეს გვეუბნება.
ოქსფორდში სწავლების დაწყების კვალი 1096 წლიდან ჩანს. აცტეკების იმპერიის დაბადებად მიჩნეული ქალაქი ტენოჩტიტლანი კი გაცილებით გვიან, 1325 წელს დაარსდა. ეს ნიშნავს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე თითქმის 200 წლით უფროსია.
5. კლეოპატრა ჩვენს ეპოქასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე პირამიდების მშენებლობასთან
ფოტო: wikimedia
ფოტო: Ancient origins
ძვ. წ. 2550 წელს, პირამიდების მშენებლობის დაწყებისას, რაიმე საზეიმო ცერემონია თუ გაიმართა, კლეოპატრა მას ნამდვილად ვერ დაესწრებოდა. ეგვიპტის საკულტო დედოფალი ამ მოვლენიდან მხოლოდ 2480 წლის შემდეგ — ძვ. წ. 69 ან 70 წელს დაიბადა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ჩვენს ეპოქასთან დაახლოებით 400 წლით უფრო ახლოსაა, ვიდრე გიზას პირამიდების მშენებლობის პერიოდთან.
6. მერილინ მონრო და დედოფალი ელისაბედი ერთსა და იმავე წელს დაიბადნენ
ფოტო: Stern
ფოტო: The Lasso
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, რომ დედოფალ ელისაბედ II-ისა და მერილინ მონროს დაბადების თარიღებს შორის სხვაობა სულ რაღაც რამდენიმე თვეა, თუმცა ეს სიმართლეა.
ბრიტანეთის მონარქი 1926 წლის 21 აპრილს მეიფეირში დაიბადა, სულ რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1-ელ ივნისს, ლოს-ანჯელესში მერილინ მონრო მოევლინა სამყაროს. ამ ორმა უდიდესი გავლენის მქონე ქალბატონმა 1956 წელს ერთმანეთი პირადადაც გაიცნო.
7. ვარსკვლავური ომების პრემიერა იმავე წელს შედგა, როცა საფრანგეთში ბოლო ადამიანი დასაჯეს გილიოტინით
ფოტო: Business Wire
ფოტო: The Conversation
საფრანგეთი მოქალაქეების სიკვდილით დასასჯელად იმაზე დიდხანს იყენებდა გილიოტინას, ვიდრე მრავალ ჩვენგანს ჰგონია. გილიოტინით ბოლო ადამიანი 1977 დასაჯეს — ზუსტად იმ დროს, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები კინოთეატრებისკენ ახალი ფილმის, ვარსკვლავური ომების სანახავად მიეშურებოდნენ.
საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, გილიოტინა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ოფიციალური მეთოდი იყო, სანამ 1981 წელს თავად სიკვდილის დასჯას არ გააუქმებდნენ.
კომენტარები
გადახედვა
AI-ის გამოყენება კომპანიების ნაწილს ადამიანების დასაქმებაზე ძვირი უჯდება — აი, რატომ
16 წუთის წინ
AI-ის გამოყენება კომპანიების ნაწილს ადამიანების დასაქმებაზე ძვირი უჯდება — აი, რატომ
გადახედვა
7 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ
19 წუთის წინ
7 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ
გადახედვა
გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა
ერთი საათის წინ
გია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა
გადახედვა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა — მას მარატ კამბოლოვი შეცვლის
ერთი საათის წინ
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა — მას მარატ კამბოლოვი შეცვლის
გადახედვა
გაგიკ წარუკიანის პრორუსული პარტია “აყვავებული სომხეთი” 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს
ერთი საათის წინ
გაგიკ წარუკიანის პრორუსული პარტია “აყვავებული სომხეთი” 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
2 საათის წინ
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
გადახედვა
ევროკომისიის პრესპიკერი: 11 ივნისის შეხვედრა იმ გარემოებების გამოსწორებას ემსახურება, რის გამოც იმ გარემოებების გამოსწორებას” ემსახურება, რის გამოც საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ.

მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს
2 საათის წინ
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს
გადახედვა
მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი
2 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი
გადახედვა
მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა
2 საათის წინ
მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა
გადახედვა
ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს
3 საათის წინ
ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს
გადახედვა
სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
3 საათის წინ
სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
გადახედვა
მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ
3 საათის წინ
მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ
გადახედვა
ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს
4 საათის წინ
ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს
შენი გზა წარმატებისკენ: რატომ უნდა აირჩიო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი?
4 საათის წინ
შენი გზა წარმატებისკენ: რატომ უნდა აირჩიო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი?
გადახედვა
თეონა აქუბარდია: უვიზო რეჟიმის შეჩერება რუსეთის ინტერესებშია, “ქართული ოცნება” კი ამას ხელს უწყობს
4 საათის წინ
თეონა აქუბარდია: უვიზო რეჟიმის შეჩერება რუსეთის ინტერესებშია, “ქართული ოცნება” კი ამას ხელს უწყობს
Cryptal და FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
4 საათის წინ
Cryptal და FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
გადახედვა
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 6 ბრალდებული გააფორმებს
4 საათის წინ
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 6 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
მაკრონი ფაშინიანს: მოხარული ვარ, რომ თქვენს გვერდით გავაგრძელებ სამუშაოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდასაჭერად
4 საათის წინ
მაკრონი ფაშინიანს: მოხარული ვარ, რომ თქვენს გვერდით გავაგრძელებ სამუშაოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდასაჭერად
გადახედვა
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებმა პალესტინელი ჩვილი სასიკვდილოდ დაჭრეს
4 საათის წინ
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებმა პალესტინელი ჩვილი სასიკვდილოდ დაჭრეს
გადახედვა
OpenAI და Anthropic კონგრესს ბიოიარაღზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვს
5 საათის წინ
OpenAI და Anthropic კონგრესს ბიოიარაღზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვს
კვირის ტოპ-5
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა17218 ნახვა
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება16469 ნახვა
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?6782 ნახვა
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?4228 ნახვა
ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება?3789 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას
გადახედვა
პოლიტიკა
ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
გადახედვა
კრიმინალი
საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება — შსს ცვლილებებს აანონსებს
საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება — შსს ცვლილებებს აანონსებს
გადახედვა
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: ომის სამთავიანი პარტია განადგურებულია
ნიკოლ ფაშინიანი: ომის სამთავიანი პარტია განადგურებულია
გადახედვა
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებით
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებით
საზოგადოება
1 ამპერი = 2 ლარი — თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება ენერჯაიზერის აკუმულატორებზე
1 ამპერი = 2 ლარი — თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება ენერჯაიზერის აკუმულატორებზე
გადახედვა
მედია
შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წლამდე გაიზრდება
შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წლამდე გაიზრდება
გადახედვა
ინტერნეტი
ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ბოტებისა და AI აგენტების ტრაფიკმა ადამიანისას გადააჭარბა
ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ბოტებისა და AI აგენტების ტრაფიკმა ადამიანისას გადააჭარბა
გადახედვა
საზოგადოება
გორის პოლიციის დეტექტივი ბაქარ ბექაური 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს
გორის პოლიციის დეტექტივი ბაქარ ბექაური 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
პოლიტიკა
ჯეიმს კარაფანო: რუბიოს [საქართველოზე] ტყუილის თქმის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა
ჯეიმს კარაფანო: რუბიოს [საქართველოზე] ტყუილის თქმის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა
ახლა კითხულობენ
სიმშვიდე როგორც ცხოვრების სტილი — პროკრედიტ ბანკის ახალი კამპანია და განსაკუთრებული შეთავაზება ვადიან ანაბრებზე
6 საათის წინ
თანამედროვე ყოველდღიურობა ხშირად სწრაფ ტემპთან, მუდმივ გამოწვევებსა და სტრესთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, პროკრედიტ…
“როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება” — შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპას
განახლებული ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა იმედი L-ისგან — უნო გამონაკლისების გარეშე
სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა