“გამქრალი” შემოდგომა-გაზაფხული, გახშირებული წვიმები და ანომალიური ამინდები საქართველოსა და მსოფლიოში – რა დგას ამის უკან: “რაზეც გვაფრთხილებდნენ, ეს დრო დადგა”

“მეც­ნი­ე­რე­ბი დიდი ხა­ნია აფრ­თხი­ლებ­დნენ მსოფ­ლი­ოს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო სე­ზო­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბი წა­იშ­ლე­ბა. ეს პე­რი­ო­დი უკვე დად­გა“ – გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­კა გვი­ლა­ვა – გა­რე­მოს­დაც­ვი­თი შე­ფა­სე­ბის ექ­სპერ­ტი.

წელს მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­სამ­ჩნე­ვია გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი, ანო­მა­ლი­უ­რი ამინ­დე­ბი, ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ლე­ქი და გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი გაქ­რო­ბა. მა­მუ­კა გვი­ლა­ვას თქმით, მეც­ნი­ერ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნის მი­ე­რაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

– ხან ნა­ლე­ქია, ხან – ქარი. გა­ზა­ფხუ­ლი კა­ლენ­და­რუ­ლად თით­ქოს მო­ვი­და, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ახა­სი­ა­თებ­და ხოლ­მე, თით­ქოს გაქ­რა. რა არის ამის მი­ზე­ზი?

დიახ, მარ­თა­ლია. მეც­ნი­ე­რე­ბი დიდი ხა­ნია სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ კლი­მა­ტი იც­ვლე­ბა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სე­ზო­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბი წა­იშ­ლე­ბა. ეს მო­მა­ვა­ლი უკვე დად­გა, ამი­ტომ აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია – მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო. კლი­მა­ტის ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ჩვენ­თა­ნაც ვლინ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ასე­თი გა­და­უ­ღე­ბე­ლი და გახ­ში­რე­ბუ­ლი წვი­მე­ბი პი­რა­დად მე არ მახ­სოვს. თა­ვად ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი არ გახ­ლა­ვართ, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი შე­ფა­სე­ბის ექ­სპერ­ტი ვარ, თუმ­ცა გა­რე­მო პი­რო­ბებს მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბი და ასა­კიც საკ­მა­რი­სი მაქვს იმის­თვის, რომ გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თო. ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბი­დან მეც­ნი­ე­რე­ბი და კლი­მა­ტის პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებ­დნენ. რა­ზეც 20-30 წლის წინ სა­უბ­რობ­დნენ, დღეს ზუს­ტად მარ­თლდე­ბა. მთა­ვა­რი დას­კვნა ის არის, რომ მეც­ნი­ე­რებ­სა და სწორ პო­ლი­ტი­კო­სებს უნდა და­ვუ­ჯე­როთ და არა მათ, ვინც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უარ­ყოფს. ჩვენ აღარ ვართ იმ პი­რო­ბებ­ში, რომ რე­ა­ლო­ბა უარ­ვყოთ. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ფაქ­ტია და ის ადა­მი­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, რა­საც ადა­მი­ა­ნი ვერ ელე­ვა და ვერ აჩე­რებს, წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბაა.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით, ნახ­ში­რორ­ჟან­გი (CO2) ემი­სი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნახ­ში­რორ­ჟან­გის კონ­ცენ­ტრა­ცია ატ­მოს­ფე­რო­ში პრო­ცენ­ტუ­ლად მცი­რეა, ის­ტო­რი­ულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით ის საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. თუ ის­ტო­რი­უ­ლად ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 280 ppm-ს მე­მი­ლი­ო­ნე­დი წილი) შე­ად­გენ­და, ახლა უკვე 425–430 ppm-მდეა ასუ­ლი. ყო­ვე­ლი წლის მა­ის­ში ეს პა­რა­მეტ­რი ახალ რე­კორდს ამ­ყა­რებს – ანუ კონ­ცენ­ტრა­ცია თით­ქმის 50%-ით არის გაზ­რდი­ლი. აქ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს არ უნდა ვენ­დოთ. მეც­ნი­ერ­თა 97-99% გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნის მიერ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა სა­მო­მავ­ლო საფრ­თხე აღარ არის, ის უკვე მოქ­მე­დებს და ჩვენ­თან ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ინ­ტენ­სი­ურ წვი­მებ­ში, გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა­სა და პირ­და­პირ ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ებ­ზე გა­დას­ვლა­ში. კლი­მა­ტი აღარ გვინ­დობს და რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აღარ გვაძ­ლევს.

– ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის პირ­და­პი­რი შე­დე­გია, ხომ?

– უპი­რო­ბოდ. ხალ­ხმა უფრო მე­ტად უნდა მო­უს­მი­ნოს მეც­ნი­ე­რებს, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მეც­ნი­ე­რულ კონ­სენ­სუსს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, დო­ნალდ ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბი­სას გა­მო­ვი­და პა­რი­ზის კლი­მა­ტის შე­თან­ხმე­ბი­დან (თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შემ­დე­გი პრე­ზი­დენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად და­აბ­რუ­ნებს ქვე­ყა­ნას ამ შე­თან­ხმე­ბა­ში). აქ რე­ა­ლუ­რად ნავ­თო­ბის ლობი მუ­შა­ობს. ჯერ კი­დევ 1970-იანი წლე­ბი­დან ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რე­ბი ჰყავ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც ზუს­ტად იყო გა­წე­რი­ლი, რა მოხ­დე­ბო­და 2020-იან წლებ­ში. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­თა­ნა­დოდ ემოქ­მე­დათ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გა­და­სარ­ჩე­ნად მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კლი­მა­ტის დამ­ცვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და­ი­წყეს. გარ­კვე­ულ­წი­ლად წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თია – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას მეც­ნი­ე­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია ვერ შე­ა­კა­ვებს.

– ანუ ნავ­თობმ­წარ­მო­ებ­ლებს გუ­ლის­ხმობთ, ხომ?

– დიახ, ნავ­თო­ბინ­დუსტრი­ის უაღ­რე­სად ძლი­ერ და ნე­გა­ტი­ურ ლო­ბის. ეს ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბია რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ისე და­სავ­ლეთ­ში. ისი­ნი არა­ფერ­ზე იხე­ვენ უკან, რად­გან ნავ­თო­ბის დიდ ბიზ­ნესს დე­მოკ­რა­ტი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. თუმ­ცა, ეს მიდ­გო­მა დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებს – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკვე ყვე­ლა ვგრძნობთ. მალე კლი­მა­ტუ­რი პრო­ცე­სე­ბის გავ­ლე­ნა კი­დევ უფრო მკვეთ­რად გახ­დე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი და მი­თე­ბის მო­სას­მე­ნად დრო აღარ დაგ­ვრჩე­ბა. იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხდე­ბით, რე­ა­ლურ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს და­ვეყ­რდნოთ.

– კი­დევ ერთხელ რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მკი­თხველს: მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სე­ზო­ნე­ბის ჯაჭ­ვი­დან შე­საძ­ლოა სა­ერ­თოდ ამო­ვარ­დეს გა­ზა­ფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა?

– დიახ. სხვა­თა შო­რის, უნდა ით­ქვას, რომ ჩვენს რე­გი­ონს ამ სე­ზონ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით უმარ­თლებს. შე­ხე­დეთ, რა ხდე­ბა ევ­რო­პა­ში, თუნ­დაც ბრი­ტა­ნეთ­ში. საკ­მა­რი­სია BBC ჩარ­თოთ – ბრი­ტა­ნე­თის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ 35°C-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, რაც მა­ი­სის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. კლი­მა­ტის მკვლევ­რე­ბი და სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ტემ­პე­რა­ტუ­რას სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად ზო­მა­ვენ, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან – მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნორ­მა­ზე 15 გრა­დუ­სით მა­ღა­ლია. ჯერ კი­დევ მა­ი­სია და გა­ქა­ნე­ბუ­ლი თერ­მუ­ლი ტალ­ღე­ბია (Heatwaves) მთელ სამ­ხრეთ ევ­რო­პა­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში. თუ ეს ტენ­დენ­ცია ივ­ლის-აგ­ვის­ტო­შიც გაგ­რძელ­და, გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უნდა ვე­ლო­დოთ. ასე რომ, ჩვენ ჯერ კი­დევ არ გვაქვს სა­წუ­წუ­ნო.

– ზა­ფხულს რო­გორ პროგ­ნო­ზი­რებთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა?

– ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა ბოლო 15-20 წე­ლია, სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა მუდ­მი­ვად იმა­ტებს. მთლი­ა­ნად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ათას­წლე­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­თი სწრა­ფი დათ­ბო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა – ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წელი წინა წლის რე­კორდს ამ­ყა­რებს. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ წელს რე­კორ­დი არ მო­იხ­სნას, მაგ­რამ სა­ერ­თო დი­ნა­მი­კა ზრდა­დია. ეს სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის.

ვრცლად