ზარქუა: გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ მთავარი რა არის?

ასეთი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, მაგრამ მთავარი რა არის? რომ რეაგირება არის მყისიერი, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ვინც ნახა, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. ამასთან დაკავშირებით აღიძრა შესაბამისად საქმე და დღეს უკვე დაკავებულები არიან. შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა და გამოძიება თუ რასთან გვაქვს საქმე.

ასეთი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, მაგრამ მთავარი რა არის? რომ რეაგირება არის მყისიერი. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადამეტებული ძალადობა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე, მაგრამ იქ არც საქმე აღძრულა და არც დაუკავებიათ. ასე რომ, აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც კი ნახავს მსგავს გადაზედმეტებულ მოქმედებას ძალოვნების მხრიდან, იქ რეაგირება მყისიერია და ამას უკვე ეს ქმედებაც ცხადყოფს, სადაც ექვსი პირია დაკავებული. დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ეს ფაქტი”, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს