“გავრილოვის ღამის მერე წელი არ გასულა, რომ “ოცნებას” სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია არ ჩაეტარებინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ” – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფოში მტერი შედის პირველი რასაც აკეთებს, ცდილობს ისტორიის გადაწერას, რაც გააკეთეს რუსებმა მე-19 საუკუნეში, ბოლშევიკებმა მე-20 საუკუნეში და ამას აკეთებს “ქართული ოცნებაც” 2012 წლიდან.
გავიხსენოთ თუნდაც გავრილოვის ღამე, იმ სასტიკი დარბევის დაწყებამდე 20 თუ 30 წუთით ადრე, მაშინდელმა პრემიერმა, კაციშვილს რომ არ ახსოვს, თქვა, რომ ჩვენ არაფერს არ ვიზამთო, ეს ჩვენი ხელწერა არ არისო და 30 წუთში დაიწყო სასწაული, მამუკა ბახტაძე იყო ასეთი პიროვნება, იმის მერე პრაქტიკულად წელი არ გასულა, რომ “ქართულ ოცნებას” სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია არ ჩაეტარებინოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ბრძლა მეხსიერებისთვის არის ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის, რადგან მეხსიერება არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენ მიერ საგანთა და მოვლენათა აღქმას დღეს და ეს აღქმა განსაზღვრავს იმას, როგორი ვიქნებით ხვალ.
მტერი რომ შემოდის პირველი რასაც აკეთებს, იწყებს ისტორიის გადაწერას. ეს გააკეთა რუსმა მე-19 საუკუნეში. ეს გააკეთა ბოლშევიკმა მე-20 საუკუნის ოციან და ოცდაათიან წლებში და ამას აკეთებენ ქოცები უკვე 2012 წლიდან, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად,” – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.




