მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი , საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის შესაბამის დოკუმენტს ქართულ მხარეს, -ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი უზიარებს.
როგორც -ის პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში“,- აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ