30
ზაზა ტაბატაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
საფრანგეთში ჩამოსვლა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო და მინდა ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ, რადგან ბევრს გამოგადგებათ. კარგად რომ გაიგოთ, რამხელა სხვაობაა მიდგომებში, პუნქტობრივად აგიხსნით:
დიაგნოზი იგივეა, მაგრამ გავრცელება სხვა:
არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიყვანო — დიაგნოზი უცვლელია, ლევანს ნამდვილად აქვს აგრესიული B-უჯრედოვანი ლიმფომა. თუმცა, თურქეთში გვეუბნებოდნენ, რომ სიმსივნე მუცლის გარდა გულმკერდსა და ცხვირშიც იყო გავრცელებული. პარიზის (Hôpital Cochin) კვლევებით ეს არ დადასტურდა! დაავადება მხოლოდ მუცლის ღრუშია ლოკალიზებული.
პროტოკოლების რადიკალური სხვაობა:
თურქეთში დაგვიწერეს უმძიმესი პროტოკოლი (DA-R-EPOCH), რომელიც ორგანიზმს ფიტავს და საბოლოოდ ღეროვანი უჯრედების (ძვლის ტვინის) გადანერგვას საჭიროებდა. ფრანგმა ექიმებმა ეს სქემა სრულად გამორიცხეს! მათ დანიშნეს მსოფლიო ოქროს სტანდარტის მკურნალობა (R-CHOP), რომელიც ბევრად მსუბუქია, დღის სტაციონარში გადაისხმება, არ საჭიროებს არანაირ გადანერგვას და რაც მთავარია — 6 თვეში სრულად განკურნებადია!
ფინანსური მხარე (თურქეთი VS საფრანგეთი):
ყველაზე მთავარი სხვაობა, რაც ბევრს გამოგადგებათ: თურქეთში უზარმაზარ, ასათასობით დოლარის თანხებს გვახარჯვინებდნენ თითოეულ კვლევასა თუ პროცედურაში. საფრანგეთში კი ეს ყველაფერი, უმაღლესი დონის მკურნალობა და მედიკამენტები, ლევანისთვის არის სრულიად უფასო!
ლევანის ორგანიზმი ძალიან ძლიერია, გული და ყველა ანალიზი იდეალურ მდგომარეობაში აქვს. ორშაბათს, 8 ივნისს, 11:00 საათზე მივდივართ კლინიკაში პორტ-კათეტერის (PAC) ჩასასმელად და იმავე დღესვე ვიწყებთ პირველ გადასხმას!
მადლობა, რომ გვერდით გვედგახართ. მკურნალობა იწყება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!



