გიგა ლემონჯავა: როგორც გორში იძალადა სისტემამ უდანაშაულო ხალხზე და შემდეგ მსხვერპლი დააკავეს, სავარაუდოდ ასეთივე ძალადობის მსხვერპლია გუშინდელი აქციის პიკაპის მძღოლი, რომელსაც ტყუილებს ალაპარაკებენ

“თითქმის ყველა აქციაზე ვქირაობთ მანქანას, რომელზეც დევს გახმოვანების სისტემა.
დღეს დილით აქციის პიკაპის მძღოლს, ირაკლის, დავეხმარეთ მანქანის გამოყვანაში საჯარიმო სადგომიდან, გადავუხადეთ საჯარიმო სადგომის საფასური, გადავუხადეთ კუთვნილი ანაზღაურება, წამოვიღეთ ჩვენი ტექნიკა. მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვება შეწყდა ირაკლის ვეღარ დავუკავშირდით.
უკვე 4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. დიდი ალბათობით, ის იზოლირებული ჰყავს მოძალადე სისტემას და არ აძლევს ჩვენთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ვაგრძელებთ მასთან დაკავშირების მცდელობას.
როგორც გორში იძალადა სისტემამ უდანაშაულო ხალხზე და შემდეგ მსხვერპლი დააკავეს, სავარაუდოდ ასეთივე ძალადობის მსხვერპლია გუშინდელი აქციის პიკაპის მძღოლი, რომელსაც ტყუილებს ალაპარაკებენ.
ასე ექცევა სისტემა უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რომელიც ელემენტარული შემოსავლის მისაღებად მძიმედ შრომობს. ჯერ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაართვეს ავტომობილი, მართვის მოწმობა, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შემდეგ ძალადობის გამოყენებით აიძულებენ მათთვის სასურველი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
ამ დროისთვის ვცდილობთ ვითარებაში გარკვევას. ყველა ადამიანთან, ვინც ერთი ლარი მაინც ჩარიცხა ირაკლის დასახმარებლად, თავს ვგრძნობთ ანგარიშვალდებულად და გვინდა გითხრათ, რომ თუ მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, ვაპირებთ, თანხა გადავრიცხოთ პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ფონდში” | წერს დროას ლიდერი გიგა ლემონჯავა სოციალურ ქსელში
🔻 ოცნების პროპაგანდისტულმა TV იმედმა დღეს ავტომობილის მძღოლთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტექნიკა კონცერტზე მიჰქონდა
🔻 ოპოზიციის ალიანსის მანქანა, რომლითაც დინამიკები გადაჰქონდათ, პოლიციამ აქციის დასრულების შემდეგ წუხელ ნიკოლაძის ქუჩაზე, დროას ოფისთან გააჩერა და წაიყვანა. მძღოლი კი 1 000 ლარით დააჯარიმეს. მას 1 წლით ჩამოერთვა მართვის მოწმობაც. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეებმა აქციის პიკაპის მძღოლისთვის 12 საათში 22 485 ლარი შეაგროვეს

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ