: გორში ნაცემ ახალგაზრდას იქით ემუქრებიან

პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი და უფლებადამცველი გორში პოლიციელების მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანზე, რომელზეც “სისტემამ ასე სასტიკად იძალადა, ახლაც მიმდინარეობს ზეწოლა”, მათ შორის, სამართლებრივი, რადგან მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, რაც უფლებადამცველის განმარტებით, პირდაპირი გზავნილია დაზარალებულისთვის, რომ გაჩუმდეს.

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცს იქეთ ემუქრებიან და ცდილობენ იმ “სისასტიკეს, რაც ჩვენ ვნახეთ, სხვა სახელი დაარქვან”.

ბევრი ასეთი შემთხვევა იყო წლების განმავლობაში და რა იყო ყოველ ჯერზე “ქართული ოცნების” “რეაგირება”, რომ თქვენ გაჩუმდით და თუ ძალიან მწვავე იყო საზოგადოების რეაგირება, მცდელობა, რომ ერთი-ორ ადამიანზე გადაეტეხათ ჯოხი, როგორც ახლა ცდილობენ, სრულიად არასათანადო კვალიფიკაციით. ეს არის დაცინვა. 

ამ ადამიანზე, რომელზეც სისტემამ ასე სასტიკად იძალადა, ახლაც მიმდინარეობს ზეწოლა და ეს ზეწოლა არის სამართლებრივი მათ შორის იმიტომ, რომ მას აქვს ბრალდებულის სტატუსი. ეს არის პირდაპირი გზავნილი მისთვის, რომ გაჩუმდეს. ოჯახზეც დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარეობს [ზეწოლა] იმიტომ, რომ როცა ჩამოკიდებენ ადამიანს ბრალდებულის სტატუსს და შესაბამისად ციხის მუქარას, მას იქეთ ემუქრებიან ახლა და ცდილობენ, რომ ის დაზიანებები რაც მას აქვს და ის სისასტიკე რაც ჩვენ ვნახეთ, სხვა სახელი დაარქვან ამას,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს  – გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.

პატიმრობას დაკავებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. ხოლო ადვოკატებმა პოლიციელების გათავისუფლების შუამდგომლობები დააყენეს:

დღეს ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს – არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.