სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას

მინდა გამოვეხმაურო იმ ინფორმაციას, რომელიც დღეს მედიამ აიტაცა და რომელიც არც ისე ზუსტად არის ტირაჟირებული.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას.
ზაარბრიუკენის მერის ეს პოზიცია ახალი არ არის და ის ჯერ კიდევ გასულ წელს, თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობის 50 წლის იუბილეზე, 2025 წლის 12 ივლისს დაფიქსირდა. მაშინ მერმა ღიად განაცხადა, რომ ქალაქის მმართველობა დროებით წყვეტს ოფიციალურ ურთიერთობებს თბილისის მერიასთან, ვიდრე საქართველოში ადამიანის უფლებები მინიმალურად მაინც არ იქნება დაცული. ეს იყო მწვავე და პრინციპული წინააღმდეგობა თბილისის ხელისუფლებისა და კახა კალაძის, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, პოლიტიკური კურსის მიმართ.
იმ დოკუმენტში, რომელიც წარედგინა საკრებულოს განსახილველად, მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ხალხთაშორისი მეგობრობა, კულტურული თუ სოციალური ურთიერთობები კვლავაც წახალისებული იქნება და გაგრძელდება ერთობლივი პროექტების ფინანსური მხარდაჭერაც. თბილისის, როგორც პარტნიორი ქალაქის სტატუსი არ გაუქმებულა და ზაარბრიუკენში, სახელმწიფო საოპერო თეატრის წინ მდებარე „თბილისის მოედანსაც“ სახელი უცვლელად უნარჩუნდება.
სოფიო ბუკია
ზაარბრიუკენის ქართულ-გერმანული მეგობრობის წრის (Deutsch-Georgischer Freundeskreis e.V.) გამგეობის წევრი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი