პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ "განთიადი" უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე:

დღეს ოფიციალურად მივმართე ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს და მერს, ბატონ კახა კალაძეს წინადადებით, განიხილონ საარბრიუკენის მოედნისთვის, დიდი ქართველი მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახელის მინიჭების საკითხი.

ვფიქრობ, ქალაქის მესვეურნი დაეთანხმებიან ამ ინიციატივას და შემდეგში ამ მოედანზე დ. ყიფიანის ძეგლსაც დადგამენ, ნიშნად მამულიშვილისადმი ქართველი ერის პატივისცემისა და მადლიერებისა. (ისე, მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ "განთიადი" უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!).

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.