ბექა ძამაშვილი: „გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ“

„სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების ფორმატში განაცხადა.
ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა ინიციატივას, რომლის თანახმადაც, შს სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
„იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად არ შეიზღუდოს, არ დაიკარგოს კრიტიკა, არ მოხდეს შეფასება სუბიექტურად შს სამინისტროს კონკრეტული დანაყოფის მიერ, ეს ყველაფერი გადაზღვეულია კანონმდებლობით – ყველა ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება – უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ. შს სამინისტროს ეს დანაყოფი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, საქმე წავა შიდა სასმართლოში, ჩაერთვება მოსამართლე, ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი. სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები