ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას

ლალი მოროშკინა:
მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას.
გული მტკივა და ნერვები მეშლება იმაზე,რომ ქვეყანა რომელიც შეიძლება 5 წელიწადში შვეიცარიას დაამსგავსო, ათიოდე გაღორებული, ნამუსგარეცხილი, რეპტილოიდის გამო მუდმივ ჭაობშია!
აგერ ავტობანის დიდი მონაკვეთი დაზიანდა, იმიტომ რომ ვიღაცამ ფული ჯიბეში ჩაიდო
აგერ გურიის მონაკვეთი ამ სეზონზეც სავალალო მდგომარეობაშია და გაუთავებელ საცობებში მოგვიწევს ისევ დგომა,იმიტომ რომ “ასფალტი შეიჭამა”
აგერ ჩაქვის მონაკვეთი ჩავარდა, იმიტომ რომ რაღაც კიდე მიაჭამეს,
აქეთ სიღნაღში ყოველ მეორე დღეს შუქი ქვრება, მაცივრები დნება და პროდუქცია ფუჭდება, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ფრანგ,ამერიკელ და ინგლისელ სტუმარს როგორ უნდა აუხსნა,რატომ უწევთ სანთელზე ვახშამი,როცა ეს” რომანტიკა” არ შეუკვეთიათ?
რატომ?
იმიტომ რომ ასე მუშაობენ ენერგო კომპანიები და კაცი არაა მომკითხველი,არადა უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი შემოვიდა!
არ დაილია “აგერ” არა!!!!
რა ვქნათ?
რა და ჯარიმები ხალხს კი არ დავუწესოთ, მაღალჩინოსნებს გავუნახევროთ ხელფასები,
ყოველ მოპარულ ლარზე სახლი-კარი მივატანინოთ ხაზინაში…
შეიჭამა ქვეყანა!!!…
დიდი ხანია იმაზე მეტი მოიპარეს,ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაში საკუთარი ჯიბიდან გაიღო!
განგაშის ზარები შემოვკრათ,სანამ ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხა!
P.S. ჩემი კეთილი რჩევაა,ვიღაცეები საერთოდ ჩამოაშოროთ ეკრანებს და ამოუვსოთ სალაპარაკო წყარო, სანამ გამწარებული ხალხი ხელკეტებით მოგივარდათ!