თავრობამ შპს “ქართულ ცემენტს“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საფლუსეს (საცემენტე) კირქვების საბადოს მარცხენა უბანზე საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა გაუხანგრძლივა.
კომპანიამ აღნიშნული ლიცენზია 2012 წლის აგვისტოში მიიღო. ახალი განკარგულებით, ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა 2027 წლის 15 თებერვლიდან 2047 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, შპს „ქართული ცემენტის მეწილეები არიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი და ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებული Hunnewel Partners-ი.
ამასთანავე, მთავრობის განკარგულებით, “ქართულ ცემენტს“ დამატებითი საინვესტიციო და ფინანსური ვალდებულება დაეკისრა.
კერძოდ, კომპანიამ ლიცენზიის ვადის გაგრძელებიდან არაუგვიანეს 3 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა, მარაგების გამოთვლა და შესაბამის უწყებაში მარაგების ანგარიშის დასამტკიცებლად წარდგენა, რისთვისაც მინიმუმ 100 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.




