ირაკლი კირცხალია – ხალხი, რომელიც მონაწილეობდა გადატრიალებაში, პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, პოლიტიკური პატიმრები არიან?!

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მშვიდობიანი აქცია იყო?! – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“, სადაც პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ არანაირი სახელმწიფო გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია და დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.
“რას ჰქვია გადატრიალების მცდელობა არ იყო?! პარლამენტის შენობას წვავდნენ, დაასახიჩრეს პოლიციელები. რომელია პოლიტიკური პატიმარი, ერთი მითხარით! ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?! თქვენ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორც ბატონმა ჰერჩინსკის და მის დამქაშებს, როგორც ცრუ აღქმებში შეჰყავდათ ჩვენი საზოგადოება, ახლა თქვენ იმავეს იმეორებთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: ირანში, ჰორმუზის ყურეში საეჭვო „წარმატების“ და ასევე, ჩინეთში არცთუ დამაჯერებელი ვოიაჟის ფონზე – უკრაინის საკითხის დემილიტარიზაცია 4 ივლისამდე, ერთადერთი „ჯოკერი“ ხდება დონალდ ტრამპის ხელში

დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა, სადაც დღეს ერთს ასამართლებენ, ხვალ კი იგივე მექანიზმი შესაძლოა ნებისმიერი არასასურველი ხელისუფლებისა და ლიდერის წინააღმდეგ გამოიყენონ