ხატია დეკანოიძე: დანიის დემოკრატიაზე ნერვიულობს, ამავე დროს, მისი უშუალო უფროსის მითითებით, სისტემა პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯის

 პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე:
დანიის დემოკრატიაზე ნერვიულობს, ამავე დროს, მისი უშუალო უფროსის მითითებით, სისტემა პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯის.
ლევან ხაბეიშვილის საჯარო დაპირება (პოლიტიკოსის საქმეა სიტყვა, დაპირება, საუბარი) პატიმრობით შეფასდა იმ ფარისევლების მიერ, ვინც საჯაროდ ხალხს სოლარიუმებს ჰპირდებოდნენ, არჩევნებში პირდაპირ ფულს იხდიდნენ ხმებისთვის და ამის გამო არავინ დასჯილა, ქვეყანა ოფშორებად გადააქციეს, ბავშვების საკვების და ჯარის ფულს იპარავდნენ.
არაფერია უსასრულო. მათი ტყუილი და ფარისველობაც აუცილებლად სასრული აღმოჩნდება.
თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, მურთაზ ზოდელავას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს.