: ლევან ხაბეიშვილის დედა რა ღირსეული ქალია. ყველაფერი ნახა ამ ქალმა – მისი სასტიკად ნაცემი შვილი, საჯარო განცხადების გამო დაკავებული, თან ტროლებს ებრძვის ამ ხნის ქალი…

ჟურნალისტი :
ლევან ხაბეიშვილის დედა რა ღირსეული ქალია. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მისი შვილის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ, უსამართლობას ვინც ვერ იტანს და ვერ ეგუება, ვერ უნდა შეეგუოს ხაბეიშვილის დაჭერას, რომელსაც კრიტიკა არ მოკლებია ჩემგან, როცა ამის საჭიროებას ვხედავდი. რისთვის დააკავეს, ხალხნო? სრული სიგიჟე. კაცმა გდდ მოუწოდა ბავშვები არ სცემოთ და ჯილდოს მოგცემთო. 5 მილიონი თითო სოფელსო რომ გაიძახოდა იმ მთავრობამ დააკავა ქრთამის შეთავაზებაზე. სიგიჟე.
ყველაფერი ნახა ამ ქალმა – მისი სასტიკად ნაცემი შვილი, საჯარო განცხადების გამო დაკავებული, თან ტროლებს ებრძვის ამ ხნის ქალი და ღირსეულად პასუხობს ქოცებს.
ჩემი სოლიდარობა ლევანის დედას.