არქივი21 მაისი, 2026, 22:13
ხაბეიშვილის ადვოკატი: სასამართლო და ხელისუფლება იძულებული გახდა, ლევანისთვის კორუფციის ბრალდება მოეხსნათ (ვიდეო)

სასამართლო და ხელისუფლება იძულებული გახდნენ, მოეძებნათ გზა, ჯერ ერთი გაემართლებინათ ლევანი ამ აბსურდულ ბრალდებაში, მოეხსნათ მისთვის კორუფციული ბრალდება, ქრთამის მიცემა, რაც შეეხება სასჯელის ნაწილს- ფაქტობრივად მესამედია, - ამის შესახებ ლევან ხაებიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “იმდენად აბსურდული საფუძველი დაუდეს, ქრთამის შეთავაზების სახით, რომ 9 თვის თავზე ეს საქმე ჩამოინგრა.“
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.