ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ყურაშვილი: რანაირად გგონიათ ეგ ყველაფერი ნორმალური?!

ლევან ყურაშვილი: რანაირად გგონიათ ეგ ყველაფერი ნორმალური?!
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ლევან ყურაშვილი:
ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყო
სტუდენტები დაავადებულ ბავშვებს ფულს რომ უგროვებენ
და ამ დროს
პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი, მისი მოადგილე და ა.შ. მილიონობით ქრთამებს იღებენ, ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება რანაირად უნდა მოგწონდეს?!
ყველაზე გაჭირვებულებს, უფასო სასადილოებიდან ფულს რომ პარავენ, ეგეთი ცხოვრება რანაირად მოგწონთ?
თქვენ არაფერი რომ არ გიჭირდეთ, ყველაფერი გქონდეთ, ადამიანური თანაგრძნობა ხომ არსებობს?
კიდე ვამბობ: ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოთ,
რანაირად გგონიათ ეგ ყველაფერი ნორმალური?!
კორუფცია და დღევანდელი გაძაღლებული ცხოვრება პირდაპირ კავშირში რომაა, არ მჯერა, რომ მაგას ვერ ხვდებით.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.