: ივანიშვილს სჭირდება დრო, მეტი დრო, რომ რუსების (და არამარტო!) პროექტი ბოლომდე მიიყვანოს… დრო კი სამწუხაროდ მასზე მუშაობს…

ივანიშვილს სჭირდება დრო, მეტი დრო, რომ რუსების (და არამარტო!) პროექტი ბოლომდე მიიყვანოს.
რაც მას ამ დროს მოაგებინებს, ყველაფერი აწყობს, ვინ და რა დაზიანდება ამ პროცესში მისთვის სულერთია, გუნდსაც გაწირავს ბოლომდე.
დრო კი სამწუხაროდ მასზე მუშაობს, ქვეყანა იცლება, იფანტება და იფიტება: შეხედეთ შობადობას, ემიგრაციას, სიკვდილიანობას, განათლების დეფორმას….
პროცესის იმიტაცია, გადატვირთვის მკრთალი იმედის თუ მოლოდინების გაჩენა, ახალი მოთამაშეების შემოყვანა – ინსტრუმენტებია, რომლითაც იგებს დროს!
მე მაინც მჯერა, რომ საქართველო ამასაც გაუძლებს, უბრალოდ ძალიან ბევრს და ძალიან დიდი ხნით დავკარგავთ და ფრენის ნაცვლად სულ გადარჩენაზე ვიფიქრებთ, რომ ფრთების გაშლის საშუალება არ მოგვეცეს.